შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში რჩება 19 სექტემბერი 2014, 10:08:54
AUTO PLAY
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფას მხარი არ დაუჭირა. 55 პროცენტი მოწინააღმდეგე, 45 პროცენტი მომხრე, - ასეთია რეფერენდუმის წინასწარი შედეგები. "ბი-ბი-სი"-ს ბოლო ინფორმაციით, შოტლანდიის დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფის წინააღმდეგ ხმა მისცა 1 914 187-მა ამომრჩეველმა, მხარი დაუჭირა- 1 539 920-მა. საბოლოო მონაცემები უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.
0
|
|