ლევან ჯავახიშვილმა ცივი წყალი პირდაპირ ეთერში გადაისხა 20 აგვისტო 2014, 21:52:20
AUTO PLAY
მსახიობები, სპორტსმენები და სხვა სფეროს წარმომადგენლები ბოლო რამდენიმე კვირაა, ერთმანეთს ცივი წყლის გადასხმაში ეჯიბრებიან. შეჯიბრების არსი მდგომარეობს შემდეგში: ის, ვინც თავზე ცივ წყალს გადაისხამს, თავის სამ მეგობარს იწვევს მსგავსი ქმედების გასაკეთებლად. თუ ისინი უარს იტყვიან, მაშინ ALS-ის ფონდში 100 დოლარი უნდა ჩარიცხონ. ფლეშმობს არაერთი ქართველი ცნობილი სახე შეუერთდა. მათ შორის ანრი ჯოხაძე, ლელა წურწუმია, ნანუკა ჟორჟოლიანი, ნუცა ბუზალაძე და სხვები. ტელეკომპანია ”იმედის” საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ლევან ჯავახიშვილმა ცივი წყალი გადაცემის წაყვანის დროს, პირდაპირ ეთერში გადაისხა.
2
|
|