სიურპრიზი ნუცა ბუზალაძისთვის: 10-კარატიანი ოქროს სამაჯური შავი ბრილიანტებით 29 ივლისი 2014, 11:37:49
AUTO PLAY
იურმალაში "ახალ ტალღაზე" გამარჯვების შემდეგ, ნუცა ბუზალაძე, არამარტო გამარჯვებულის ტიტულის და 50 ათასი ევროს მფლობელი გახდა - ქართველ კონკურსანტს კიდევ ერთი საჩუქარი გადასცეს. გერმანული საიუველირო ბრენდის Twelve Thirteen-ის წარმომადგენელმა ფარიდ ასრიმ, 17 წლის მომღერალს შავი ბრილიანტით შემკული 10-კარატიანი ოქროს სამაჯური გადასცა. ფარიდმა აღნიშნა, რომ ეს სამაჯური საგანგებოდ "ახალი ტალღის" გამარჯვებულისთვის შეიქმნა, ნუცამ კი მას პირობა მისცა, რომ ყოველდღე ატარებდა ამ ძვირფას საიუვილერო ნაკეთობას.
2
|
|