პუტინის ქალიშვილი ჰოლანდიიდან გაიქცა 25 ივლისი 2014, 19:54:33
AUTO PLAY
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა მარია პუტინამ ჰააგის შემოგარენში, ქალაქ ვორსხოტენში საკუთარი პენტჰაუსი დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Mirror-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, 29 წლის მარია პუტინა მეგობარ მამაკაცთან - იორიტ ფასენთან ერთად 2,5 მლნ ევროს ღირებულების სახლიდან წავიდა. სახლი 30 კილომეტრში მდებარეობს აეროპორტიდან, საიდანაც დონეცკის ოლქში ჩამოგდებული "ბოინგ 777" გამოფრინდა. ადრე ჰოლანდიის ქალაქ ჰილვერსუმის მერი პიტერ ბრორტესი რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილის ქვეყნიდან დეპორტირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ მოგვიანებით ინიციატივისთვის ბოდიში მოიხადა.
0
|
|