მარტვილში საარჩევნო უბანს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს 15 ივნისი 2014, 09:25:10
AUTO PLAY
სამეგრელოში, მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანზე, სოფელ დოშაყეში ინციდენტი მოხდა. ცესკო-ს ინფორმაციით, დილის 03.00 საათზე უბანს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს და საარჩევნო დოკუმენტაცია გაიტაცეს. მომხდართან დაკავშირებით ჯერ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. ამასთან, შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა.
0
|
|