Skytree - მსოფლიოს მეორე ყველაზე მაღალი შენობა ტოკიოშია 8 მაისი 2012, 16:59:39
AUTO PLAY
ტოკიოში ახალი ცათამბჯენი "ცის ხე" (Skytree) ააშენეს. "ცის ხე" ოფიციალურად 22 მაისს გაიხსნება. ახალ ცათამბჯენში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი განთავსდება, რომელიც რამდენიმე რესტორანსა და 600-ამდე მაღაზიას მოიცავს. ყველაზე მაღალ შენობაში ობსერვატორიაც მდებარეობს. ცათამბჯენში შუშის იატაკია, რომლის მეშვეობითაც სტუმრებს შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ რამდენად შორს არიან მიწიდან. ლიფტი, რომელიც შენობაშია დამონტაჟებული, ბოლო სართულზე რეკორდული სისწრაფით, 50 წამში ადის. ახალი ცათამბჯენის სიმაღლე 634 მეტრია. ის სიმაღლით მეორეა, მსოფლიოში ყველაზე მაღალი - დუბაის 800-მეტრიანი ცათამბჯენის, Burj Khalifa-ს შემდეგ.
1
|
|