ესღა აკლდათ "ნაციონალებს" 20 ივნისი 2013, 01:21:47
AUTO PLAY
მოძრაობა ,,ერთიანი ჯავახეთის“ თავმჯდომარე ვაჰაგან ჩახალიანი მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს სასამართლოში უჩივის. ჩახალიანმა პრეზიდენტის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის, დავით ბაქრაძის და გოგა ხაჩიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ჩახალიანი მის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდასა და მორალური ზიანისთვის 22 მილიონი ლარის კომპენსაციას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ ვაჰაგან ჩახალიანი იარაღის უკანონო ტარების, მასობრივი არეულობის მოწყობისა და ხულიგნობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. ის პატიმრობიდან 2013 წლის იანვარში ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.
1
|
|