კითხვები ალასანიას 26 სექტემბერი 2012, 23:12:00
AUTO PLAY
„ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია კი სოფელ ნარაზენის მოსახლეობას შეხვდა და მათ კოალიციის სოფლის განვითარების მილიარდიანი პროგრამა გააცნო. ალასანიამ ადგილობრივებს განუცხადა, რომ ზუგდიდის ეკონომიკის აღდგენისთვის დამატებით 100 მილიონი ლარი ჩაიდება. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობის შეკითხვებსაც უპასუხა. ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ ნარაზენში არ არის სკოლა, ამბულატორია, გზა კი დაპირების მიუხედავად, წლებია, არ შეკეთებულა. მოსახლეობამ ალასანიასთან შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ფრიდონ თოდუა მათ პრობლემების მოგვარებას 4 წლის წინ დაჰპირდა, თუმცა არჩევნების შემდეგ იგი სოფელში აღარ უნახავთ.
0
|
|