ნაღდს ამბობ, ცენტრალური ბაზრის წინ ბოშა ქალი ამეკიდა, 5 ლარი მომეცი უნდა გიმკითხაოო. არ მიყვარს მკითხავები ზოგადად. არ მომეშვა, არ მინდა შენი ფული ისე გიმკითხავებო. არ მინდა მეთქი! უკან მომაძახა მარჯვენა მხარს გაუფრთხილდი, მარჯვენა მხარსო! მეორე დღეს გალში სოფელ ოტობაიაში აფხაზმა სნაიპერმა ტყვია დამაჭედა, საბედნიეროდ გამჭოლ გაიარა, მეორე გასროლა ვერ მოასწრო ეტყობა იარაღმა უმტყუნა და ჩვენმა სნაიპერმა მოხსნა. ახლა, ჭირივით ვერიდები ბოშებს. ერთადერთი ვალუტის გადამხურდავებელ ბოშა გოგოსთან ვურთიერთობ.
ბოშებს ვერიდები მაგრად. ყველა მისტიკოსია და ყველა მკითხაობს, აპატრიდებია ყველა აქ მცხოვრები ბოშები - მოქალაქეობის არ მქონენი და თავი გააქვთ ვაჭრობით, ქურდობით და მკითხაობით
ზუგდიდში რკინიგზის გაყოლებაზე ცხოვრობენ კომპაქტურად. ქართულიც იციან, მეგრულიც, მაგრამ საკუთარ ენაზე საუბრობენ მუდამ. "საკონსერვოს დასახლებას" ეძახიან იმ ადგილს. ქალები ვაჭრობენ, კაცები მჭედლები არიან, ერთი ახალგაზრდა ნაცნობი გოგო ვალუტის გადახურდავებაზე მუშაობს. ბავშვებს არ ამათხოვრებენ.
არ მინდა მეთქი!
უკან მომაძახა მარჯვენა მხარს გაუფრთხილდი, მარჯვენა მხარსო!
მეორე დღეს გალში სოფელ ოტობაიაში აფხაზმა სნაიპერმა ტყვია დამაჭედა, საბედნიეროდ გამჭოლ გაიარა, მეორე გასროლა ვერ მოასწრო ეტყობა იარაღმა უმტყუნა და ჩვენმა სნაიპერმა მოხსნა.
ახლა, ჭირივით ვერიდები ბოშებს. ერთადერთი ვალუტის გადამხურდავებელ ბოშა გოგოსთან ვურთიერთობ.
"საკონსერვოს დასახლებას" ეძახიან იმ ადგილს. ქალები ვაჭრობენ, კაცები მჭედლები არიან, ერთი ახალგაზრდა ნაცნობი გოგო ვალუტის გადახურდავებაზე მუშაობს. ბავშვებს არ ამათხოვრებენ.