x
image
melody_inside
ჟანრი სიუჟეტი
დღეს ღმერთს მოკლავენ!!! "სიჩუმეა... მხოლოდ წყნარად თუ ირხევა დაფნის ტოტი...
0
დღეს ღმერთს მოკლავენ!!! "სიჩუმეა... მხოლოდ წყნარად თუ ირხევა დაფნის ტოტი...
მხოლოდ ნაძვი თუ ირხევა, თორემ ისე სდუმს წალკოტი... სიჩუმეა, ჩუმად, მშვიდად მირონინებს მთების სიო ფრთების რხევით, და კედრონის ნაკადული მას ბანს აძლევს ხმაშერევით. ჩუ, ფეხის ხმა! მოდის იგი, და მიწყნარდა ბაღ-ბუჩქნარი, და ლოცულობს აღელვებით, და ოფლი სდის, როგორც ღვარი. ჯვარცმის შემდეგ ის აღდგება, როგორც წრფელი ქადაგება, ეს წამება უშედეგოდ არ ჩაივლის, არ გაჰქრება! სიჩუმეა. არემარეს მოსავს შავი სიხალისე, მხოლოდ სიო თუ ირხევა, თორემ ისე... თორემ ისე სიჩუმეა, სიჩუმეა..." გალაკტიონი
15
5-ს მოსწონს
მხოლოდ ნაძვი თუ ირხევა, თორემ ისე სდუმს წალკოტი...
სიჩუმეა,
ჩუმად, მშვიდად მირონინებს მთების სიო ფრთების რხევით,
და კედრონის ნაკადული მას ბანს აძლევს ხმაშერევით.
ჩუ, ფეხის ხმა!
მოდის იგი, და მიწყნარდა ბაღ-ბუჩქნარი,
და ლოცულობს აღელვებით, და ოფლი სდის, როგორც ღვარი.
ჯვარცმის შემდეგ ის აღდგება, როგორც წრფელი ქადაგება,
ეს წამება უშედეგოდ არ ჩაივლის, არ გაჰქრება!
სიჩუმეა.
არემარეს მოსავს შავი სიხალისე,
მხოლოდ სიო თუ ირხევა, თორემ ისე... თორემ ისე
სიჩუმეა,
სიჩუმეა..."
გალაკტიონი
ავტორი:melody_inside
melody_inside
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
"საუკეთესო"  საჩუქარი - ტელეფონია