x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ჟანრი სიუჟეტი
ჰამზათ გელაევი და ხიზირ მარგოშვილი
3
ჰამზათ გელაევი და ხიზირ მარგოშვილი
ორიგინალი სურათი
184
3-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
184
  
2018, 4 სექტემბერი, 14:54
რუსლან გელაევი როგორც ზემოთ დაწერეს, ჩეჩენი საველე მეთაური იყო. აფხაზეთში საომრად ჩასვლიდან ერთ კვირაში მიხვდა რაც ხდებოდა და თავის მეომრებთან ერთად იჩქერიაში დაბრუნდა.
რუსეთთან ორივე ომის მონაწილეა, პანკისის ხეობაში ადამიანებოს გატაცებას მან მოუღო ბოლი მისი იქ ყოფნის პერიოდში.
შევარდნაძის სპეცსამსახურების მიერ ხელდასხმულ ავანტიურად პანკისში მყოფი გელაევის გამოყენება სოხუმის დასაბრუნებლად და მათ გადასროლას კოდორის ხეობიდან წებელდის გავლით გულირიფშის მიმართულებით, შედეგი არ მოჰყოლია, "შაქრის მთად" წოდებულ მთასთან მათ "აფხაზურმა" არტილერიამ ცეცხლი გაუხსნა და რუსულმა ავიაციამ მოიერიშე "სუ25"-ებით და დამრტყმელი ვერტმფრენებიდან "მი 24" მასიურად დაბომბა მათი დისლოკაციის და შეტევის მიმართულება.
გელაევი იძულებული გახდა უკან გამობრუნებულიყო.
იჩქერიაში კადიროვის დაჯგუფების და რუსული არმიის დანაყოფების მიერ კონტროლის აღების მერე გელაევი საქართველოში გამოემართა, მთიან რეგიონში ის და მისი რამდენიმე მებრძოლი რუსი მესაზღვრეების ბლოკპოსტს გადააწყდნენ, გელაევის თანამებრძოლები დაიღუპნენ, გელაევმა გამოცდილების წყალობით გამოსვლა შეძლო, თუმცა მალევე რუსი მესაზღვრეების საპატრულო ჯგუფს გადაეყარა, სამი მოკლა, თვითონაც მძიმედ დაიჭრა და საკუთარი ხელის მტევანი სისხლდენის შესაჩერებლად დანით მოიჭრა და გადაიხვია. საბოლოოდ მაინც დაიღუპა მდევრებთან შეტაკებაში.
2018, 3 სექტემბერი, 22:11
ჰამზათ (რუსლან) გელაევი - ცნობილი საველე მეთაური, ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების მონაწილე.
ეს ფოტო ცნობილ კოდორის ხეობაში გადასვლის დროსაა გადაღებული 2001 წელს, ხიზირ მარგოშვილი პანკისელი ქისტი მებრძოლია.
2018, 3 სექტემბერი, 21:53
ვინ არიან და რა უნდათ?
0 1 3
საინტერესო