x
image
ლევანი იკონომოვი
ცნობილი ადამიანები
გია სოსანაშვილი სკანდალურ დეტალებს ამხელს - "შესაძლოა ვაზაგაშვილი ეჭვიანობის გამო მოკლეს
1
გია სოსანაშვილი სკანდალურ დეტალებს ამხელს - "შესაძლოა ვაზაგაშვილი ეჭვიანობის გამო მოკლეს
იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „ნიუპოსტისთვის“ ახალი სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ჩვენთან საუბარში საქმეში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე ამბობს, შესაძლოა მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
ორიგინალი სურათი
78
6-ს მოსწონს
იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „ნიუპოსტისთვის“ ახალი სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ჩვენთან საუბარში საქმეში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე ამბობს, შესაძლოა მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
ავტორი:ლევანი იკონომოვი
ლევანი იკონომოვი
78
  
2015, 9 აპრილი, 23:22
„შესაძლებელია ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტი ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარიყო. როგორც გია სოსანაშვილმა მითხრა, გარდაცვლილი ვაზაგაშვილი დადიოდა მელაძეების რძალთან, ვის გასვენებაშიც აპირებდა წასვლას, იმ მელაძეებს ვგულისხმობ. ამ ქალს მადონა ჰქვია, ამის შესახებ მთელმა სოფელმა იცოდა. შემდეგ ოჯახებს ამის გამო კონფლიქტიც მოსვლიათ და იური ვაზაგაშვილს ქალბატონის ქმრისთვის „ნივა“ უჩუქებია, რომ გაჩუმებულიყო. არ არის გამორიცხული ამ ხალხმა მოაწყო ეს ყველაფერი, რადგან თავზე ლაფდასხმული დადიოდა ეს კაცი. ამ კაცის ძმები სხვა სოფლებში არიან გადასულები, ამ ამბის გამო იქ არ ჩერდებიან. ამ ყველაფერს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ახსნა-განმარტებაში ჰყვება“, - განაცხადა სოსო ჯოგლიძემ.
0 1 1