x
image
ლიზა
ცნობილი ადამიანები
ორმა მილიარდერმა ტოპ-მოდელი მირანდა ქერის გამო იჩხუბა
1
ორმა მილიარდერმა ტოპ-მოდელი მირანდა ქერის გამო იჩხუბა
ავსტრალიელმა მილიარდერებმა, ჯეიმს პაკერმა და დევიდ გინჯელმა, სიდნეის ერთ-ერთ სანაპიროსთან ახლოს იჩხუბეს. როგორც გამომცემლობა Zeenewsიტყობინება, გაუგებრობის მიზეზი იყო ცნობილი მოდელი მირანდა ქერი , რომელიც პაკერის მეგობარი ქალია. საქმის ვითარების გამოძიებაში ავსტრალიური პოლიცია ჩაერთო , რადგან ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე სერიოზულად დაშავდა
ორიგინალი სურათი
86
3-ს მოსწონს

ავტორი:ლიზა
ლიზა
86
  
2014, 31 მაისი, 22:50
თვითმხილველთა გადმოცემით, 47 წლის გინჯელი და 46 წლის პაკერი მიწაზე გორაობდნენ, ერთმანეთის დახრჩობას ცდილობდნენ და უსიამოვნო რეპლიკებს აკეთებდნენ. ძლიერი დარტყმის გამო პაკერმა რამდენიმე კბილი დაკარგა. საბოლოოდ, ორივე მოწინააღმდეგე ბეტონის ღობის იქით გადავარდა. ყველაფრის შემდეგ ჩხუბის შემსწრეებმა მოძებნეს ამოვარდნილი კბილები.

ჯეიმს პაკერი და დევიდ გინჯელი ბავშვობიდან მეგობრობდნენ, მაგრამ მათი ურთიერთობა იმის შემდეგ შეიცვალა, რაც 2013 წლის ბოლოს პაკერმა მირანდა ქერისთან შეხვედრა დაიწყო. ტოპ-მოდელის გამო მილიარდერი გაეყარა ცოლს, რომელთანაც სამი შვილი ჰყავდა. მიახლოებით ამავე დროს დასრულდა ოფიციალურად მირანდა ქერისა და ორლანდო ბლუმის ქორწინება.

მოდელმა პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯეიმს პაკერთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებს. ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ მილიარდერების ჩხუბის მიზეზი თავად მირანდა იყო, მოდელი კომენტარს არ აკეთებს.
0 1 1
ანჯელინა ახალ ფილმში
ანჯელინა და ბრედი
ჩვენება: 5
ავტორი: ლიზა
მეთიუ
ჩვენება: 10
ავტორი: ლიზა
ბრედლი კუპერი
ჩვენება: 4
ავტორი: ლიზა