x
image
ბესო დანელია
სხვა ჟანრები
Challenge(შეჯიბრი)
2
Challenge(შეჯიბრი)
ყურადღება! 31 მარტს ჩატარდება „NeedForDrive.com“-ის Challenge(შეჯიბრი). რეგისტრაცია 24 მარტს! მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, პრიზი არის ფულადი თანხა! მარშრუტის სწორად გათვლა, გამჭრიახობა და ქალაქის ცოდნა იქნება თქვენი წარმატების საწინდარ
ორიგინალი სურათი
14
13-ს მოსწონს
ყურადღება! 31 მარტს ჩატარდება „NeedForDrive.com“-ის Challenge(შეჯიბრი). რეგისტრაცია 24 მარტს! მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, პრიზი არის ფულადი თანხა! მარშრუტის სწორად გათვლა, გამჭრიახობა და ქალაქის ცოდნა იქნება თქვენი წარმატების საწინდარ
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
14
  
2013, 20 მარტი, 23:07
ხო მაგარი თამაშია:D:D:D:D:D
2013, 20 მარტი, 23:03
ყურადღება! 31 მარტს ჩატარდება „NeedForDrive.com“-ის Challenge(შეჯიბრი). რეგისტრაცია 24 მარტს! მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, პრიზი არის ფულადი თანხა! მარშრუტის სწორად გათვლა, გამჭრიახობა და ქალაქის ცოდნა იქნება თქვენი წარმატების საწინდარი! მისამართის მინიშნებით უნდა მოძებნოთ 5 სხვადასხვა პუნქტი თბილისის მასშტაბით და ფინიშზე მიასწროთ დანარჩენებს! ყოველ პუნქტზე თქვენ დაგხვდებათ შემდეგი პუნქტის(ქუჩის დასახელება და ნომერი) ზუსტი მისამართი და ფინიშის ადგილმდებარეობის(ქუჩის დასახელება და ნომერი) სახელის ნაწყვეტი. თუ ფინიშის ადგილმდებარეობა გამოიცანით ყველა პუნქტის გავლამდე, ვთქვათ მე-3 პუნქტზე, შეგიძლიათ პირდაპირ ფინიშზე მიხვიდეთ! პირველი სამი ადგილი არის საპრიზო! რეგისტრაციისთვის საჭიროა იქონიოთ პირადობის მოწმობა და 30 ლარი. საპრიზო ფონდი შედგება შეგროვებული თანხის 80%-ისგან. პირველ ადგილზე გასული მონაწილე იღებს საპრიზო ფონდის 50%-ს, მეორე ადგილზე გასული 20%-ს, მესამე კი 10%-ს. გამარჯვებულების დაჯილდოვება და "after party" შედგება პაბ "Irelander"-ში(ი. აბაშიძის #85)! შეჯიბრის განმავლობაში მონაწილე ეკიპაჟის მიერ გადაღებული ფოტო ან/და ვიდეო მასალა მისასალმებელია და გათვალისწინებული იქნება ადმინისტრაციის მიერ! პირველი სამი ავტომობილის ფინიშზე მისვლისთანავე დანარჩენი მონაწილეები მიიღებენ შეტყობინებას(SMS-ის სახით) ფინიშის ადგილმდებარეობის შესახებ. რეგისტრაციის გასავლელად გელოდებით ყველა მსურველს ივენთამდე ერთი კვირით ადრე, 24 მარტს 13:00-ზე ვაკის პარკთან(რესტორან სენატის ქვემოთ, პარკის შესასვლელთან).რეგისტრაციის შემდეგ, ყველა მონაწილე და ადმინისტრაცია ვიკრიბებით 31 მარტს 13:00-ზე იგივე ადგილზე, ვაკის პარკთან(რესტორან სენატის ქვემოთ, პარკის შესასვლელთან). იქ მონაწილეები მიიღებენ მინიშნებებს პირველი დანიშნულების ადგილის კოორდინატებთან დაკავშირებით. პირველ დანიშნულების ადგილზე მისვლისთანავე მონაწილეებმა უნდა მოძებნონ მინიშნება მეორე ადგილთან დაკავშირებით და ა.შ. დამატებით ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციის დროს და სტარტზე.მკაცრი მოთხოვნაა რომ შეჯიბრის დროს არ დაარღვიოთ მოძრაობის წესები! გელოდებით, ვიხალისოთ და გავერთოთ ერთად!
0 1 2
ეთანხმებით?
ჩვენება: 14
ავტორი: ბესო დანელია
სულის სარკე
ჩვენება: 301
ავტორი: ბესო დანელია
მეგობრები
ჩვენება: 78
ავტორი: ბესო დანელია