x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508752
ცნობილი ადამიანები
გალაკტიონის განცხადება განათლების კომისარს: რადგან ვიმყოფები მეტისმეტად შევიწროებულ მდგომარეობაში
6
გალაკტიონის განცხადება  განათლების კომისარს: რადგან ვიმყოფები მეტისმეტად შევიწროებულ მდგომარეობაში
უტანთსაცმელობით და უფეხსაც- მელობით, უმორჩილესად გთხოვთ, აღძრათ შუამდგომლობა... გამიხსნან კრედიტი.ფულს ნაწილ- ნაწილად მიიღებენ თვით ჩემგან. პატივისცემით, გალაკტიონ ტაბიძე 1924 წ. 24 მარტი განკარგულება: უარი ეთქვას!
228
31-ს მოსწონს
უტანთსაცმელობით და უფეხსაც-
მელობით, უმორჩილესად გთხოვთ, აღძრათ
შუამდგომლობა... გამიხსნან კრედიტი.ფულს ნაწილ-
ნაწილად მიიღებენ თვით ჩემგან.
პატივისცემით, გალაკტიონ ტაბიძე
1924 წ. 24 მარტი
განკარგულება: უარი ეთქვას!
ავტორი:ლიცი
ლიცი
Mediator image
228
  
2013, 3 მარტი, 16:17
აი რა მზის სიზმარია
აირევი ივერია,
აი დროშა აშორდია
ჰაერების სიბერეა
2013, 2 მარტი, 15:22
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო,
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, _ შურით მღუარი,
პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა,
თუ არ გიშხუვლო მათრახივით: ,,ეთქვას უარი!”

შენი ვალებით პირთამდე სავსემ,
თუ არ ჩაგიდგა ყველა დროში თითო ფაცერი,
ჩემგან გაწირულს, თუ სამშობლოდ არ მოგაჩვენო
თოვლი ირიბი და ალმაცერი.

თუ არ გავერთო შენი გაძლებით,
თუ არ დაგძახო ბეწვის ხიდზე: ,,პოეტო, ანტრე!’’
მაშინ სამშობლო აღარ ვყოფილვარ,
შენ თუ სიკვდილი არ მოგანატრე!

კლაკიორების ბრბოებისგან ტაშის მყიდველთა
ფუყე დიდებით ჩამოჟამული, _
თუ არ დაყრუვდა შენ წინაშე, თუ არ დაბრმავდა,
თუ არ დამუნჯდა, რაა მამული.

უარი ეთქვას გ.ტაბიძეს! როგორც წესია:
მოკვდავს _ სასახლე, უკვდავს _ ბოსელი;
აჰა, მამულის შხამიანი ღორღი და ქვიშა, _
შენი პური და შესამოსელი!

იარე ახლა ფეხშიშველამ... ,,გზა არის ცხელი...”
წითლად გაკვალე მარადისობა...
ფეხისგულებით არა მხოლოდ ცვარი მამულის,
მისი ეკლებიც უკეთ იცნობა.

პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა,
თუ არ გიშხუვლო მათრახივით, _ ,,ეთქვას უარი,”
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო,
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, _ შურით მღუარი.

...თუ გაპატია, რომ გიცნო და თვითვე აღმართა
დაფნა, საშენოდ შემორკალული,
თუ თვითმკვლელივით არ მიგაგდო ღია სარკმელთან,
თუ გაპატია, რომ უყვარხარ, _ რაა მამული...


ელა გოჩიაშვილი
2013, 2 მარტი, 14:08
უდიდესი პიროვნება
2013, 2 მარტი, 14:06
:(
0 1 6