ვეფხვის ტყავივით ციმციმებს, გომბორის მთიდან გახედვით,
ალაზნის სარტყელიანი დიდი ილიას კახეთი,
სიმღერის ცეცხლი ამოდის, ახალ ახმეტის მიწიდან,
თითქოს ხმლის ელვით ანათებს ჩოლოყაშვილი ბიძინა;
ცხრა ნაწნავ დაკიდებული ზღაპრულ რაშსა ჰგავს ალვანი,
სადაც დარბოდა ზეზვაი მტრის რისხვით დაუღალავი.
ვერ შეველევი ქისტაურს, მისთვის ავანთებ მეც ღიმილს,
ცხოვრება დუღს და გადმოდის აქ...
2021, 17 ოქტომბერი, 18:37
|
|