სანამ კანს შენი სურნელი ასდის,
სანამ შენს სუნთქვას ცხადად ვგრძნობ ყელთან,
მრავალგზის ნათმენ სურვილებს, ახდილს
აუჩქარებლად ვამშვიდებთ ერთად.
სანამდე შენი ხელები ეძებს
მონატრებული ნაკვთების სითბოს,
სანამ თითები მითვლიან ნეკნებს,
დამახსოვრებას ცდილობენ თითქოს.
გეტყვი, რომ მხოლოდ ერთი რამ მსურდა,
და ვგავდი თვალებს, ლოდინად ქცეულს,
შენი ...
2018, 2 სექტემბერი, 15:55
შენ შენში ბევრს ითავსებ...
შენ შენს თავს უწოდებ კარგს, კეთილს, სუფთას, სულიერს.
არა, შენ ცოცხალი ხარ.
შენ არ შეიძლება დადებით ან უარყოფით კონცეფციამდე იყო დაყვანილი.
ნუ შენიღბავ ცოცხალ არსს სიტყვებით.
შენში მკვლელი ცხოვრობს, მოძალადე, ტერორისტი, რომელიც მზადაა მსოფლიო გაანადგუროს.
შენში წმინდანი ცხოვრობს, მაშველი, ცოდვილი, ჯარიკაცი, მეომარი, რომელიც მართ...
შვილო, მყავდი მზის სადარი,
მწვერვალებზე მაღლაც მყავდი,
ღრუბლებს საბნად გაფარებდი
მიწაზეც რომ არ გიშვებდი.
სიმართლისთვის გამოგზარდე,
სიმართლეს ხარ შეწირულიც
ღირსეული შვილი მყავდი,
საფიცარი მყავდი ერთი.
მოღალატე რომ მყოლოდი,
ფიქრად ვერც კი მოვიდოდი,
ტანით გმირებს გადარებდი,
ასაკით კი დარდი მყავდი.
შვილო, როდის მოგისწრია,
ხალხის დი...
2018, 1 სექტემბერი, 14:24
სვანეთში გამქრალი 273 გვარი:
ა - აბლანი, ალვანიანი, ათარიანი, ამროლიანი, აშუნიანი, არანიანი, ამბერგიანი, არსიანი, აფაქიანი, არქალიანი, აშგარიანი, აშეხიანი, აბუგიანი, ასიანი, აბულეთიანი.
ბ - ბარგვიანი, ბარდანიანი, ბაბიანი, ბაილიანი, ბესვიანი, ბრავიანი, ბოჩოვანი, ბიგელიანი, ბეჩიანი, ბულჯიანი, ბეშქენიანი, ბუბნიანი.
გ - გაზანიან...
ძველი ქართველების (ალბად თეთრი გიორგის კულტის შემოსვლამდელი, შესაძლოა ამ კულტის დროინდელიც) ლოცვა, რომელიც შემდგომ ოსირისის ლოცვამ "მამაო ჩვენო"მ ჩაანაცვლა.
"დიდო დედაო,
ცაო მშვენიერო მომცველო ყოველივესი,
შემქმნელო და დამბადებელო,
უსასრულო სამყაროში ჩაუტეველო,
უმცირესში ჩატეულო...
უწონ-უმანძილო, ცარიელავ და სავსევ,
უჟამო, უძრავო, წყვდია...
ადამიანის გული მუსიკალური ინსტრუმენტია, იგი შეიცავს უდიდეს მუსიკას, მას სძინავს, მაგრამ იგი აქ არის, ელოდება შესაფერის მომენტს, რათა აენთოს, იქნას გამოხატული, იქნას ნამღერი, იქნას ნაცეკვი. ეს წამი წარმოიშობა სიყვარულიდან. უსიყვარულოდ ადამიანი ვერასოდეს გაიგებს, თუ როგორ მუსიკას ატარებდა თავის გულში. მხოლოდ სიყვარულიდან ხდება ეს მუსიკა ცოცხალი, გაღვიძ...
|
|