ვნებები ჩემნო,
მოგავხართ ვერძებს,
უსიყვარულოდ
ვერა ხართ, ვერ ძლებთ.
-
დაკაწრავთ ფხანწლებს,
როგორც ირემი,
თუ არ გყავთ იგი,
გადაირევით.
-
ველურები ხართ,
ურჩნი, შმაგები,
გასხედან მხრებზე
ქაჯ-ეშმაკები.
-
ელტვით საყვარელ
ქალის დალალებს,
თუ არ ეხლებით,
გოდებთ ვალალებთ.
-
გამშვიდებთ ოდენ
ტრფობის მორევი,
თუ ეფერებით,
თუ ეტოლებით.
...
|
|