მეც მინდა გაჰქრეს ნისლი, როგორც სხვას, გამოგიტყდებით, ძალიან მინდა, ამას წინათ კი ისე მოცოცხა, კარშიდ გააგდო ძაღლი ამინდმა, წამოწოლილა რუსთავ ქალაქზე, არგაგდებული კარშიდ ძაღლივით, ყურს არ იბერტყავს აღარც ქაქანზე, როგორც საპალნე სუსტი არ ღლის ვირს, ისე მას არ ჰღლის წყევლა, ქოქოლა, აღარ სჭრის მასზედ სიტყვა უშვერიც, როგორც დასჭირდეს თქეშშიდ ქორს ქოლგა, ისე ნისლს თავხედს ...
|
|