ისევ თავიდან დაიწყო ჯოჯოხეთი, წამება, მიწაში გამოკეტილი სულისა, ასეც ვიცოდი, თავიდანვე ვგრძნობდი რომ მე ეს მომელის, რომ ჯოჯოხეთში უნდა ვიწამო ოღონ აქ, , აქ ამ დაწყევლილ მიწაზე. ვატყობ მთავრდება ის პატარა იმედებიც რომლებიც ცხოვრების ძალას მაძლევდნენ და ისევ მელოდება მარტოობის ასი წელი, ღამურასავით გარიყულმა უნდა დავიდო ბინა, სადღაც ბნელ გამოქვაბულში და იქიდან უყურო სამყაროს ხიზანმა, ,...
ხმაურს დუმილი შეჩვევია, ვეღარ იშორებს, გარეთ წვიმა მზეს ებრძვის, ცხელს და ანთებულს ესე იბრძვიან ჩემი_შენი გულის ცემა, როცა ხედავენ თვალებს ცივს, მწველს და ვნებიანს..... შენ არც კი იცი რა ცუდია როცა ეჩვევი, როცა სულ გინდა იმ სხვა თვალებს ისე უყურო, რომ ესე მზერით, დრო გააჩერო, სისხლი გაყინო, გული გაათბო...! დრო მიდის...ერთფეროვნებაში დრო გადის. თუნ...
თუკი ოდესმე შევძლებ მოსვლას შენამდე მაინც,
და თუ ოდესმე მექნება ძალა, გიყურო დიდხანს,
ყველა ოცნებას გავაშიშვლებ და ფარდას ავხდი,
პასუხებს გავცემ მოზღვავებულ, უამრავ კითხვას.
თუკი ოდესმე მექნება ძალა გითხრა "მიყვარხარ",
და თუ ოდესმე გაგიმხილე ღამის ბოდვები,
თუკი ოდესმე მიგახვედრე, სიზმრების მიღმა,
ძილიდან ძილში, უსასრულოდ რომ გელოდები,
თუკი ამტკივდა ფიქრისა...
შენი დაღლილი სხეულიდან სევდად მიწვეთავს ცრემლები სულში, ვით განუგეშო, ვით მოგეფერო, სუსტი ხელებით რამდენი შევძლო!..აგცრემლებია ამაყი მზერა, გაგშიშვლებია იარა ძველი, დაუჯაბნიხარ მუმლს მძლავრი მუხა, მაცილებივით ხითხითებენ ამაყ ტოტებზე შემოჩვეული ჭია-ღუები, ხელგაშლილმა რომ გაუღე კარი, გულში ჩაიკარ, დაუდე ბინა; გლეწენ, გამტვრევენ, მოურიდებლად ყველა თავის ნაკვალევს ტოვებს...
აცრ...
|
|