x
მეტი
  • 17.07.2018
  • სტატია:78714
  • ვიდეო:331443
  • სურათი:435333
„მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ...“

image

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაპატიმრებული ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


"მინდა ყველას ერთობლივად მადლობა გადაგიხადოთ ერთგულებისთვის, დიდი სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის. რაც ჩემს სპორტულ კარიერას შეეხება, მე 26 წელი სპორტში ვარ, აქედან 15 წელი პროფესიულ რინგზე ვდგავარ, მსოფლიო არენაზე გამაქვს საქართველოს დროშა, მიუხედავად სხვა ქვეყნებიდან შემოთავაზებისა დაჟინებით ვაკეთე ის რაც მიხაროდა. არ ვნანობ ამას, ვამბობდი მე როგორც ქართველი ისე უნდა შემიყვაროს ხალხმა და მივაღწიე ამასაც, ეს დღესაც ჩანს და იგრძნობა ჩემზე მხარდაჭერა სხვადასხვა ქვეყნებიდან და ხალხიდან. ვიძახდი რომ საქართველოს არ ყოლია ჩემპიონი და ჩემი თავი ჭირდება საქართველოს. თუ რა პირობებში მიწევდა ვარჯიში, მაშინაც კი როცა საზღვარგარეთ გახლდით, დეტალურად არ აღვწერ, წუწუნი არ მიყვარდა და მითუმეტეს ეხლა არ ვიწუწუნებ. ვიღებ ისე ნებისმიერ სიტუაციას როგორც არის, შრომის უნარი კიდევ თანდაყოლილი მაქვს და ძალიან ძნელად გადამათქმევინებენ დასახულ მიზანს. დარწმუნებული ვარ ნებისმიერი სახელოვანი სპორტსმენი რომ ჩასვა მსგავს პირობებში, ცხოვრებაში ხელს აღარ მოკიდებს ბოქსის ხელთათმანს. მინდა გითხრათ სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი ჩემი ციხის კარი როდის გაიღება, მე მაინც არ წავსულვარ კრივიდან, ყოველდღიურ ტონუსში ვარ. აქაც მოვიპოვე ესა თუ ის ხელსაწყოები და ვარჯიში ჩემი ყოველდღიური რეჟიმია, თვითნებურად დამატებული ციხის რეჟიმი და მე მზად ვარ დავიბრუნო ჩემთვის ჩამორთმეული ყველა ტიტული. სონდერსზე მინდა გითხრათ ჩემი აზრი: ეს არ არის ის ბოქსიორი რომელზეც შეიძლება ვთქვა რომ არის ჩემი "დასტოინი" მოწინააღმდეგე, მე მას ვუყურებ ზემოდან, მიუხედავად იმისა რომ ჩემზე მაღალია, მაგრამ მაგნაირი მაღალი ბიჭები ბევრი დამიჯენია და დამჯდარი რომ არიან ცოტათინ მაღალი ვრჩები მე ჰაჰაჰაჰა... კარგი მოკრივეა, სტანდარტული, გაწვრთნილი, მაგრამ მას არ აქვს ის, რაც მაქვს მე . სონდერსი ქაშით გაზრდილია და კარაქიანი პურით, მე კიდე ჯერ კიდევ კბილების ამოსვლამდე გასროლილ მჭადს ვიჭერდი ჰაერში. ალბათ მიმიხვდით რას ვგულისხმობ. სონდერსმა რომ იხტუნა პრესკონფერენციაზე ქათამივით, ეს იმას არ ნიშნავს რომ მაგარია. მე მზად ვარ მაგ კაცთან დღესვე საბრძოლველად, როგორც კი კარი გამეღება მეორე დღესვე"


image

3
439
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
439
  
10 ივლისი, 16:34
ეეეჰ,როგორ გგულშემატკივრობდი,ჩემო ჩაქუჩ,მაგრამ შენ იმედები გაგვიცრუე.
9 ივლისი, 6:27
შენ გენაცვალე!
8 ივლისი, 14:10
ვაჟკაცი კაცი ხარ "ჩაქუჩა"
0 1 3