x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134541
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
ამსტერდამი ცოდვის, თუ თავისუფლების ქალაქია? აზრები, რომლებზეც ღირს დაფიქრება

თქვენი ტვინი პროგრამირდება და ამას თავად თუ არ გააკეთებთ, ე. ი. თქვენს ნაცვლად, სხვა გააკეთებს. © ჯერემი ჰამონდი

თუ რაღაც მნიშვნელოვანი გინდათ გააკეთოთ, ერთ მშვენიერ დღეს, გახსოვდეთ: ერთი მშვენიერი დღე — დღეს არის. © ჯორჯ ლუკასი

მინიმალიზმი რაღაცის ნაკლებობას არ ნიშნავს. ეს უბრალოდ, რაღაცის იდეალური რაოდენობა არის. © ნიკოლას ტ. ბეროუზი

ზოგი ტურისტი თვლის, რომ ამსტერდამი — ცოდვების ქალაქია, სინამდვილეში — ის თავისუფლების ქალაქია. უბრალოდ, თავისუფლების პირობებში, უმრავლესობამ ცოდვა აირჩია. © ჯონ გრინი


image


ცხოვრება — ის კი არ არის, რასაც იღებთ — ეს ის არის, რასაც თქვენ აკეთებთ, მიღებულთან დაკავშირებით. © სტეფანი პერკინსი

გონება, სევდის გარდა, ყველაფრისადმი ძალიან სწრაფად ადაპტირება. © ემილი დიკინსონი

სიმართლის ფერი — ნაცრისფერია. © ანდრე ჟიდი

კულტურა — თქვენი ოპერაციული სისტემა არის. © ტერენს მაკენა

შეუძლებელია ადამიანი განათლებული იყოს, თუ მხოლოდ იმას კითხულობს, რაც მოსწონს. © ჟოზეფ ჟუბერი


image


მე შევამჩნიე, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებიც თვლიან, რომ ყველაფერი ბედისწერაა და არაფრის შეცვლა არ შეიძლება, გზაზე გადასვლის დროს, ყოველთვის აქეთ-იქით იყურებიან. © სტივენ ჰოკინგი

ხანდახან, როდესაც ძალიან მინდება ფუნთუშა, მაგრამ ვიცი, რომ არ შეიძლება — საკუთარ თავს ვეკითხები: ღმერთს რა უფრო ენდომებოდა — ბედნიერი რომ ვიყო, თუ მხოლოდ ის ვჭამო რაც შეიძლება? … და მე ფუნთუშას მივირთმევ. © დალაი-ლამა

რაღაც მუდმივად გვაფერხებს და გვასუსტებს. როგორც აღმოჩნდა — ეს ჩვენი თვითონ ვართ. © რობერტ ფროსტი

გქონდეს დაბალი წარმოდგენა საკუთარ თავზე — მოკრძალებულობა არ არის. ეს — თვითგანადგურებაა. © ბობი სომერი


image


ისე ვწერ, თითქოს ვიღაცის გადარჩენას ვცდილობ. შესაძლებელია, ის ვიღაც, მე თვითონ ვარ. © კლარის ლისპეკტორი

წიგნებს იგივე მტრები ჰყავთ, რაც ადამიანებს: ცეცხლი, ნესტი, ცხოველები, ამინდი და შინაარსი. © პოლ ვალერი

დღის მანძილზე ყველასადმი სიკეთე გამოიჩინეთ და მიხვდებით, რომ უკვე ზეცაში ხართ. © ჯეკ კერუაკი

ყველა ხელოვნება ავტობიოგრაფიულია. მარგალიტი – მოლისკის ავტობიოგრაფია არის. © ფედერიკო ფელინი

image


ნამდვილი მასწავლებელი თავს ხიდად იყენებს და მასზე გასავლელად მოსწავლეებს ეძახის, ისინი ხიდის მეორე მხარეს გადაჰყავს, შემდეგ ყველანი ერთად ანგრევენ ამ ხიდს და ის მოსწავლეებს საკუთარი ხიდების შექმნისკენ მოუწოდებს. © ნიკოს კაზანძაკისი

შუქურა სანაპიროს გასწვრივ არ დარბის და არ ეძებს ნავს, რომ გადაარჩინოს. ის უბრალოდ დგას და ანათებს. © ენ ლამოტი

თუ ერთადერთი ლოცვა, რომელსაც თქვენ ამბობთ – «მადლობა» არის, ეს უკვე საკმარისია. © მაისტერ ეკხარტი

იმოგზაურე მხოლოდ იმასთან ერთად, ვინც გიყვარს. © ერნესტ ჰემინგუეი



image


უსაფრთხო გზაზე მხოლოდ სუსტებს უშვებენ. © ჰერმან ჰესე

პლანეტას არ ესაჭიროება დიდი რაოდენობით «წარმატებული ადამიანები». პლანეტა სასოწარკვეთით ელოდება სამშვიდობო ძალებს, მკურნალებს, რესტავრატორებს, მთხრობელებს და ყველა სახის სიყვარულს. მას ესაჭიროება ადამიანები, რომელთა გვერდით კარგია ცხოვრება. პლანეტას ესაჭიროება მორალური ადამიანები, რომლებიც მზად არიან იბრძოლონ იმისთვის, რომ მსოფლიო უფრო ჰუმანური გახდეს. ამ თვისებას კი, ძალიან ცოტა აქვს საერთო «წარმატებასთან», იმ გაგებით, რა გაგებითაც განსაზღვრავენ მას ჩვენს საზოგადოებაში. © დალაი-ლამა

5 წლის ასაკში კითხვა ვისწავლე და ამაზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში აღარაფერი მომხდარა. © მარიო ვარგას ლიოსა

ყველაფერი, რაც უნდა თქმულიყო, – უკვე ითქვა. მაგრამ რადგან არავინ ისმენდა, ყველაფრის გამეორებაა საჭირო. © ანდრე ჟიდი

მე ყველაზე დიდი ცოდვა ჩავიდინე, ყველა ცოდვას შორის – ბედნიერი არ ვყოფილვარ. © ხორხე ლუის ბორხესი

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image15 საინტერესო აზრი დასაფიქრებლად

სამყაროს მთელი სიბრძნე, მეფე სოლომონისგან



0
155
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0