x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
მაწანწალამ თავისი ქალიშვილი ,,ტვიტერით'' იპოვა

image58 წლის დანიელ მორალესმა - ნიუიორკელმა “სტაჟიანმა'' მაწანწალამ, 11-წლიანი განშორების შემდეგ თავისი ერთადერთი ქალიშვილი იპოვა. მორალესის თქმით, სულ ცოტა ხნის წინ აითვისა კომპიუტერი, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციამ ღამის გასათევში დადგა. დაახლოებით სამი კვირის წინ კი “ტვიტერში'' თავისი გვერდი გახსნა. იქ სამყაროს მოკლედ უამბო, როგორ ცხოვრობს თანამედროვე ამერიკელი მაწანწალა. რამდენიმე დღეში “უსახლკაროს ჩანაწერების'' მუდმივ მკითხველთა რიცხვმა სამი ათასს გადააჭარბა.

სოციალურ ქსელში რეგისტრაციის დღიდან ძალიან მალე მორალესმა “ტვიტერის'' ყველა უპირატესობა აითვისა და ვირტუალურ სამყაროში თავისი 27 წლის ქალიშვილის მოძებნაც გადაწყვიტა. მობილური ტელეფონის ნომერი დატოვა და ქალიშვილის ფოტო განათავსა, 16 წლის ასაკში გადაღებული.

რამდენიმე დღეში ზარი გაისმა და უსახლკარომ ქალიშვილის ხმა გაიგონა. აღმოჩნდა, რომ ის არც ისე შორს ცხოვრობდა. “იმის გარდა, რომ ქალიშვილი ვიპოვე, უამრავი ადამიანი მირეკავდა და მწერდა, ღამის გასათევსა და სამუშაოს მთავაზობდნენ. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ინტერნეტი ასეთი მაგარი რამე იყო;;, - აცხადებს მაწანწალა.

4
203
6-ს მოსწონს
ავტორი:გიორგიე
გიორგიე
203
  
2012, 22 ივლისი, 20:46
კარგია!!!
2012, 8 ივლისი, 0:24
მაგარია
2012, 3 ივლისი, 10:28
საქართველოში მაწანწალას ლეპტოპი რო აჩუქო 1 პურში გაცვლის აზრზე არ არიან ვაფშე საწყლები და იქ მთავრობა რეებს უკეთებს მაწანწალებს ნახე :D
2012, 2 ივლისი, 20:11
ბედიც ამას ჰქონია :)
0 1 4