მნიშვნელობა არ აქვს, რა სიხშირით ეწევი, მოწევა თქვენს ჯანმრთელობას მრავალ პრობლემას უქმნის.
ქვემოთ წარმოგიდგენთ, რა პრობლემებს უქმნის სიგარეტი ჩვენს ჯანმრთელობას
- როდესაც სიგარეტს დიდი ხნის მანძილზე არ მიიღებ, ხდები აღელვებული და გაღიზიანებული. ამ სიმპტომებზე პასუხისმგებელი ნიკოტინია.
- მოწევა მნიშვნელოვნად ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას, რაც უამრავი ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს.
- ყვითელი ან ყავისფერი ლაქები კბილებზე დიდი ხნის მანძილზე რეგულარული მოწევის შედეგია. თამბაქოს მოხმარება ასევე ზრდის პირის ღრუში ინფექციის გაჩენის რისკს. ამან შესაძლოა კბილის დაკარგვაც გამოიწვიოს.
- მწეველები ხშირად ავადდებიან ბრონქიტით. ბრონქების ანთებითი დაავადება განსაკუთრებით მწეველ ბავშვებშია გავრცელებული.
- თამბაქოს პროდუქტის ხელში დაჭერა ფრჩხილებისა და თითების გაყვითლებას იწვევს.
- მოწევა ის ერთ-ერთი ჩვევაა, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს გულის დაავადების განვითარებაში. ორივე, რეგულარული და იშვიათი მწეველები გულის შეტევის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ დგანან.
- თამბაქოს კვამლი ადაბლებს კარგ ქოლესტერინს, ხოლო ცუდს ზრდის. საერთო ჯამში, ქოლესტერინი იზრდება.
- დიაბეტი მეტად პროგრესირებს იმ ხალხში, რომლებიც მწეველები არიან.
- მოწევას შეუძლია ორგანიზმში სისხლის შედედება გამოიწვიოს.
- მოწევას შეუძლია გემოსა და ყნოსვის შეგრძნება დაგიქვეითოთ, რაც მადის შემცირებას გამოიწვევს.
- მოწევას შეუძლია თქვენს ორგანიზმში ფილტვის კიბოს განვითარების რისკი გაზარდოს. მწეველები ყველაზე ხშირად ფილტვის კიბოთი იღუპებიან.
- ნიკოტინი იწვევს სისხლძარღვების შემჭიდროვებას და აფერხებს სისხლის მოძრაობას. ეს კი მაღალ წნევას და ინსულტს იწვევს.
- საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი დიდია მწეველ ქალებში.
- სიგარეტში შემავალ ნივთიერებებს შეუძლიათ გამოიწვიონ კანის გამოშრობა და ნაადრევი დაბერება.
- მოწევა განსაკუთრებით სახიფათოა ფეხმძიმობის პერიოდში. ამან შეიძლება ახალშობილში გამოიწვიოს: ზრდის პრობლემები, ჟანგბადის ნაკლებობა, ფიზიკური დეფორმაცია და სიკვდილიც კი.