x
image
კატო ემხვარი
"თუ ნამდვილად გიყვართ შვილი" - ნათია ფანჯიკიძის ემოციური პოსტი

image


ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საკუთარ ფეისბუკგვერდზე ძალიან საინტერესო პოსტს აქვეყნებს და წერს:


"არიან ჩემს გვერდით ადამიანები, პერიოდულად თანამდგომები, თანამგრძნობები, მაგრამ საბოლოდ მაინც მარტოსული ვარ, " ამბობს ბევრი და გაურკვეველი საყვედურის ცრემლი ადგება. არის ამქვეყნად ვინმე, ვისი მარტოობაც სრულად ამოგივსიათ თავად? არ არის და ვერც იქნება. და თუ ეს ილუზია შეგექმნათ, მაგალითად შვილთან ურთიერთობისას მაინც, ვისზეც კარგა ხანს მეტი ძალაუფლება გაგაჩნიათ, ვიდრე ვინმე სხვაზე, - თქვენ მას მარტოობას კი არ უქრობთ, არამედ სანსლავთ, მასში ჩასახლებას ლამობთ საკუთარი მარტოობის გაქრობის მიზნით. ამით შვილის მარტოობა კი არ ქრება, - საკუთარ თავს ვეღარ ავითარებს და ათქვეფილია თქვენი იდენტობის ქაფში. უეცრად რომ გამოეცალოთ, მისგან აღარაფერი რჩება, გარდა უმწეო, დამოკიდებული ადამიანისა. თუ ნამდვილად გიყვართ შვილი, გაზარდეთ გრძნობით, რას შეძლებს, თქვენ რომ აღარ იქნებით და არა გრძნობით, - როგორ გამოგადგებათ, თქვენ რომ მოხუცდებით, რაც ნიშნავს, გაზარდო შვილი საკუთარი მარტოობის ბუნებრივ მდგომარეობად აღქმის და მარტოობის, როგორც პიროვნული მთლიანობის და ღირსების რწმენით. საკმარისზე მეტია ის თანადგომა, რასაც გვთავაზობს სამყარო, როცა მართლა გვიჭირს, სინამდვილეში მხოლოდ მადლიერი შეგვიძლია ვიყოთ ერთმანეთის."


image

1
622
შეფასება არ არის
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
622
  
2018, 3 ივლისი, 15:02
ძალიან ბუნდოვანია.თუ ირგვლივ ბევრი შენიანი გყავს და მაინც მარტოსულად გრძნობ თავს,ესე იგი, შენშია პრობლემა...
0 1 1