x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
რა ინტიმურ საიდუმლოებებს მალავენ ზოდიაქოს ნიშნები
ასტროლოგები არ იღლებიან იმის მტკიცებით, რომ ზოდიაქოს ნიშნების ერთ ნაწილს მტკიცე კავშირის შექმნა შეუძლიათ, მეორე ნაწილი კი მყარ და ჰარმონიულ კავშირს ვერ ინარჩუნებს.

თუმცა, ამა თუ იმ ადამიანის შემთხვევაში სწორმა მიდგომამ შესაძლოა ერთი შეხედვით სრულიად შეუფერებელი კავშირიც კი დაალაგოს და მოაწესრიგოს. ამაში კი ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური საიდუმლოებების ცოდნა დაგეხმარებათ.


1. ვერძი

ქალი ვერძი ყველაზე მოსიყვარულე არსებაა. თუ მან შეიყვარა, ეს სიყვარული ნამდვილია და ძლიერი. ვერძი ქალები ურთიერთობას ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებენ და მზად არიან, მას მთელი ცხოვრება და დრო მიუძღვნან. სხვათაშორის, სწორედ ვერძები ახერხებენ სხვა ნიშნებზე უკეთ მამაკაცის ყურადღების გარეშე დიდხანს ყოფნას, რადგან მათ თავისუფლებით ტკბობაც კარგად შეუძლიათ.


ქალ-ვერძს მხოლოდ საუკეთესო სჭირდება. ურჩევნია მარტო იყოს, ვიდრე – ვინმე შეუფერებელთან. ის ერთგული, ვნებიანი და საიმედო თანამგზავრია იმ ბედნიერისთვის, რომელიც მისი ჯიუტი ხასიათის მოდრეკას შეძლებს.

image

2.კურო

ამ ნიშნის წარმომადგენლები მშვიდები, წყნარები და თითქმის უემოციოები არიან. ისინი მეტისმეტად სერიოზულები არიან იმისთვის, რომ ისტერიკები და სცენები მოაწყონ, თანაც ტყუილად. კუროები ეჭვიანები არ არიან და სკანდალებსაც თითქმის არასდროს აწყობენ. მეუღლე-კუროს თანდასწრებით სხვა ქალისთვის კომპლიმენტის თქმა გსურთ? - კი ბატონო!

კურო-ცოლი ცხოვრების საუკეთესო თანამგზავრია. ის ყოველთვის მზადაა თავის მამაკაცს დაეხმაროს და გაამხნევოს. თუ ოჯახს ფინანსურად გაუჭირდება, კურო ცოლი სამსახურს მოძებნის და ქმარს არ დაუწყებს წუწუნს და საყვედურებს.

image

3.ტყუპები

ტყუპ ქალთან ურთიერთობის ჩამოყალიბება არცთუ ისე ადვილია. რთულია მიხვდე, თუ ვისთან გაქვს სინამდვილეში საქმე, მაშინაც კი, თუ თქვენ რამდენიმე წელიწადზე მეტია ერთმანეთს იცნობთ. ტყუპები ქამელეონივით არიან, ფერს იცვლიან, მაგრამ ყოველთვის მომაჯადოებელნი და იდუმალნი არიან.

ერთადერთი, რასაც ტყუპ ქალთან ურთიერთობის გაფუჭება შეუძლია-ერთფეროვნებაა. ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალბატონები ხომ მიჩვეულნი არიან ყოველდღიურ სიახლეებს.

image

4. კიბო

ქალი-კიბო ყველაზე ვნებიანი, რომანტიული და კომფორტული პარტნიორია. ის ყოველთვის მზადაა, თავისი პარტნიორი ვნებიანი ჩახუტებით და კოცნით დაახრჩოს და ყოველდღე გემრიელი კერძებით გაუმასპინძლდეს. მთავარია-მამაკაცი ბედნიერი იყოს. თუმცა, კიბო ქალები საპასუხოდ ასეთივე ქმედებებს ელიან. შეიძლება ითქვას, რომ მათ საყვარელი მამაკაცი არ ყოფნით და მათმა ასეთმა “შეპყრობილობამ" შესაძლოა დაგაფრთხოთ კიდეც.

ქალი კიბო ყოველთვის დაინტერესდება თქვენი პრობლემებითა თუ უსიამოვნებებით და მთებსაც კი დაძრავს კრიტიკულ მომენტში, თავისი პარტნიორის დასახმარებლად.

image

5.ლომი

ნამდვილად ქარიზმატულ ქალ-ლომს უსასრულო სიყვარული და პატივისცემა სჭირდება. ნუ შეეცდებით მის გაკონტროლებას. ლომები ბუნებით ვერ იტანენ კონტროლს, როგორი მზრუნველობაც არ უნდა ახლდეს თან ამას.

ლომები ბუნებრივად იზიდავენ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა ყურადღებას. თუ თქვენს თავში დარწმუნებული არ ხართ, თქვენი ადგილი ლომი ქალის გვერდით არაა. მოგიწევთ, დაივიწყოთ დედოფალი...

image

6.ქალწული

ქალწულების გამბედაობის ბევრს შეშურდება, მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ ყველაფრის მიტოვება ახალი გატაცების გამო და სხვების აზრიც ფეხებზე ჰკიდიათ. მთავარია, საკუთარ თავთან იყოს მართალი. ის გამუდმებით ბედნიერების ძიებაშია და როცა მას იპოვის, თავით ეშვება სიყვარულში.

ქალწული-ქალი გადაწყვეტილებას მყისიერად იღებს. ამ ნიშნის წარმომადგენელებს შეუძლიათ ძალიან პრაქტიკულები იყონ საყოფაცხოვრებო საკითხებში და უკიდურესად რომანტიკულები – სხვა დანარჩენში.

image

7.სასწორი

ქალ-სასწორებს საათობით შეუძლიათ ლაპარაკი. და მაშინაც კი, როცა გეჩვენება, რომ ყველა თემა ამოწურეთ, ის ნამდვილად იპოვის ახალ სასაუბრო მასალას. ურთიერთობა და მხარდაჭერა - ეს ხომ სასარგებლო საქმეა! ქალი სასწორები კეთილები, სამართლიანები, ჯიუტები და მერყევნი არიან.

ქალი-სასწორები თითქოს შინაგანად ასხივებენ. შეუძლიათ საკუთარ ქალურობას და ბუნებრივ მიმზიდველობას ხაზი გაუსვან, თუმცა ეს ნამდვილად არ უშლით ხელს იმაში, რომ საჭირო დროს ხელები დაიკაპიწონ და მამაკაცის ყველაზე რთული საქმე შესანიშნავად გააკეთონ.

ჭკვიანები და ლამაზები!

image

8.მორიელი

ქალი მორიელი ძალიან მარტივად აღგაფრთოვანებთ, თუმცა მის არსში ბოლომდე ჩაწვდომა ყველას როდი შეუძლია.

დამატყვევებელი მზერა და სილამაზე მამაკაცებს მათკენ იზიდავთ, მაგრამ იმედი ნუ გექნებათ, რომ ყალბი ფრაზებით მოხიბლავთ.

ქალი მორიელი აფასებს იმ ღირსებებს, რითიც ბუნებამ დააჯილდოვა და ამაყად თავაწეული მიიკვლევს გზას.

მორიელთა უმრავლესობა ნამდვილი ქალღმერთები არიან, ერთგული ცოლები და ჭეშმარიტი მეგობრები. მათ თავგანწირულად უყვართ და ასევე თავგანწირულად სძულთ. თუ თქვენ მასში ღრმა გრძნობის გაღვიძება ვერ შეძელით, ის ვერც კი შეგამჩნევთ. ზოგჯერ ქალი მორიელები სუსტებად და დაუცველებად გვევლინებიან, მაგრამ არ მოტყუვდეთ, მათი შინაგანი "ხმა" პირველივე შესაძლებლობისთანავე ამოხეთქავს.

image

9.მშვილდოსანი

ელეგანტური და თავდაჯერებული ქალები არიან, რომელთაც ყოველთვის იციან, როგორ წარმოაჩინონ სწორი კუთხით საკუთარი თავი. სიყვარულში ძალიან რომანტიკულები არიან, პირველი პაემანიც ახსოვთ და მთელ სასიყვარულო მიმოწერასაც ინახავენ, თუმცა დარწმუნებულნი არიან, რომ სასიყვარულო საიდუმლოებები სწორედ რომ საიდუმლოდ უნდა შეინახონ. ამიტომ, არავინ არასოდეს იცის, რას გრძნობს მშვილდოსანი სინამდვილეში.

მშვილდოსანი ქალი შეგიყვარდათ? გაგიმართლათ. არც ერთ ქალს არ შეუძლია ისეთი კოცნა, როგორიც ამ ნიშნის წარმომადგენელს. ეს კი იმიტომ, რომ მან იცის განსხვავება ბანალურ გატაცებასა და ნამდვილ სიყვარულს შორის.

image

10.თხის რქა

თხის რქები მიჩვეულნი არიან, ნებისმიერ ფასად მიიღონ სასურველი რამ. თუ კარიერასთან დაკავშირებული პრობლემები და კითხვები გაქვთ, სასწრაფოდ მიმართეთ თხის რქას, მან ნამდვილად იცის, რა უნდა მოიმოქმედოთ. ისინი გამუდმებით წინ მიიწევენ და წარმატებებს აღწევენ. თუ რაღაცამ დააინტერესათ, ყველაფერზე წავლენ, რომ მიზანს მიაღწიონ.

ის, რისი გაგონებაც ქალ თხის რქას სურს თქვენგან, ნამდვილად არაა სასიყვარულო სიტყვები. დაიმახსოვრეთ ეს ფრაზა: “საყვარელო, შენ ყველაზე ჭკვიანი ქალი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს", დაგვერწმუნეთ, ის კმაყოფილი დარჩება ამის მოსმენით.image

11.მერწყული

მერწყული ქალები მოსიყვარულეები და ერთგულნი არიან, ამავე დროს კი, პირად თავისუფლებას ძალიან აფასებენ. მათი რუტინაში მოქცევა არ გამოგივათ. ვინმეს ქალი მერწყული შესაძლოა თავქარიანადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი სულის სიღრმეს ვერ ჩასწვდება.

თუკი არა მხოლოდ ვნება, სიყვარულიც გწყურიათ, ქალი მერწყული სწორედ ისაა, ვინც გჭირდებათ. მან ზუსტად იცის, როდის სჭირდება მის პარტნიორს ზრუნვა და სიმშვიდე, და როდის - ვნება და ალერსი.

image

12.თევზები

თევზები თხემით ტერფამდე ჭეშმარიტი ქალები არიან. ისინი აფასებენ დაცულობის იმ შეგრძნებას, რომელსაც მათ მამაკაცი ანიჭებთ, უყვართ, როცა ავტომობილის კარს უღებენ, ადგილს უთმობენ და კომპლიმენტებით ავსებენ. იმას, რაც ქალების უმრავლესობისთვის უკვე ბანალურია, თევზები სათანადოდ აფასებენ.

რამდენი ხანიც არ უნდა გაატაროთ მასთან, ქალი თევზები მისით ტკბობის საშუალებას არ გამოგილევთ. ისინი საუკეთესო ცოლები არიან, მხოლოდ გახსოვდეთ! მათი ღალატი არ შეიძლება, ამას თევზები არასდროს გაპატიებენ.

image


0
330
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0