x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
თამთა ჯანჯღავას ადვოკატი - ირაკლი ნოზაძემ მანქანაში ჩაარტყა თამთა ჯანჯღავას და არსებობდა ძალადობის განმეორების საშიშროება - თამთა თავს იცავდა

ირაკლი ნოზაძემ მანქანაში ჩაარტყა თამთა ჯანჯღავას და არსებობდა ძალადობის განმეორების საშიშროება - თამთა თავს იცავდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ირაკლი ნოზაძის დაჭრის ბრალდებით დაკავებული თამთა ჯანჯღავას ადვოკატმა ავთანდილ ბუაძემ განუცხადა.
image

ადვოკატი დანაშაულის ჩადენის მოტივზე ჯერჯერობით ისევ არ საუბრობს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნოზაძის მკვლელობა განზრახული არ ჰქონია. ბუაძის ინფორმაციით, ჯანჯღავასა და ნოზაძეს შორის გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით დაიწყო ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება, რაც მოგვიანებით ფიზიკურში გადაიზარდა.

ადვოკატის განცხადებით, ირაკლი ნოზაძემ ჯანჯღავას ჩაარტყა სახის არეში და ასევე სხეულის მიდამოებში მიაყენა დაზიანება. ამის შემდეგ კი არსებობდა საშიშროება, რომ მას იგივე ქმედება გაემეორებინა, რა დროსაც უკვე მოხდა დაჭრის ფაქტი. ბუაძის თქმით, საქმეში შესაძლოა ფიგურირებდეს ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები, საიდანაც შესაძლებელი გახდება საქმის დეტალიზება.

ავთანდილ ბუაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკულ საშუალებებთან არანაირი შეხება არ ჰქონია. „მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდა, თუმცა აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ყველაფერი დაადასტურა ჩატარებულმა ექსპერტიზამაც და ვთხოვ მედიის წარმომადგენლებს, ნუ გაავრცელებენ არასწორ ინფორმაციას და ნუ ეცდებიან, რომ ერთი მხარე გამოიყვანონ დამნაშავე, ხოლო მეორე ანგელოზი. უშუალოდ მოტივთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება. იქნება ბრალის ოფიციალური წარდგენა და ამის შემდეგ გადმოგვეცემა ჩვენ საქმის მასალები. ჩემი დაცვისქვეშ მყოფისგან რაც შემიძლია გითხრათ, ის იცავდა თავს, მას ჩაარტყა ირაკლი ნოზაძემ და იყო საშიშროება იმის, რომ აღნიშნული ქმედება განმეორებულიყო. ეს იყო ფაქტი, როდესაც მამაკაცი ძალადობდა ქალზე და შეიძლება ითქვას, რომ მან თავი დაიცვა. აღნიშნულთან დაკავშირებითაც ჩატარდა ექსპერტიზა, სადაც აღიბეჭდა ის დაზიანებები, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს მიღებული“, - განაცხადა ავთანდილდ ბუაძემ.

განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებული თამთა ჯანჯღავასთვის ბრალის ოფიციალური წარდგენა დღეს იგეგმება. დღესვე წარედგინება ბრალი ამავე საქმეზე დაკავებული მეორე პირსაც, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

0
62
შეფასება არ არის
ავტორი:ნიუსგოგონა
ნიუსგოგონა
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0