x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134574
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ირაკლი ნოზაძის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავის, თამთა ჯანჯღავას მეზობლების ნაწილი მომხდარს 50 ლარის ღირებულების ნარკოტიკს უკავშირებს

image

მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტს სავარაუდო დამნაშავის მეზობლების ნაწილი ნარკოტიკულ საშუალებას უკავშირებენ. როგორც ისინი აცხადებენ, დანაშაული 50 ლარის ღირებულების ნარკოტიკის გამო მოხდა.

„როგორც ვიცი, ორი დები არიან. უფროსი და არის მაგ საქმეში გარეული. რაღაც 50 ლარის ნარკოტიკს უკავშირდება. უნდა მიეტანა და მიაკითხეს თურმე იმ ბიჭს, ჩამოიყვანეს და მანქანაში მოხდა დაჭრა“, - აცხადებს „კურიერთან“ საუბარში ირაკლი ნოზაძის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავის, თამთა ჯანჯღავას ერთ-ერთი მეზობელი.

ცნობისთვის, მომღერალი ირაკლი ნოზაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ვანის ქუჩაზე, ცივი იარაღით ორი დღის წინ დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე, თამთა ჯანჯღავა გუშინ დააკავეს. მას ბრალს ოფიციალურად დღის ბოლოს წაუყენებენ. ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჯანჯღავასთან ერთად დაკავებულია მისივე მეგობარი ნათია თოფურიაც, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

0
44
შეფასება არ არის
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0