x
შსს-ში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში მამაკაციც ფიგურირებს

გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში მამაკაციც ფიგურირებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, ამჟამად საქმეზე დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
image

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილი ორი გოგონაა.

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:ახალი ამბები2
ახალი ამბები2
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0