x
image
pepe
დროგბა ბარსელონაში ჩავიდაო ...

''ელ მუნდო დეპორტივო '' იუწყება, რომ დიდიე დროგბა ბარსელონას ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს . დღეს სარამოს 34 წლის კოტდიუვარელი ფორვარდი თავის აგენტთან, ერმინიო მენენდესთან ერთად ბარსელონაში ჩავა, ხოლო ხვალ მხარეები მისი კატალონიუტ კლუბში გადასვლის შესაძლებლობებზე იმსჯელებენ .

არაოფიციალური ინფორმაციით, დროგბას კონტრაკტში შანხაი შენხუსთან არსებობს პუნქტი, რომლის თანახმადაც მას ჩინური კლუბი შეუძლია უსასყიდლოდ დატოვოს იმ შემთხვევაში, თუ ბარსელონა მის მიმართ ინტერესს გამოიჩენს .

თუმცა გავრცელებულ ხმებს უარყოფ დიდიე დროგბას პრესმდივანი, რომელმაც განაცხადა : არ არსებობს არანაირი პუნქტი, რომლის თანახმადაც დროგბას კლუბიდან გაუშვებენ . ახლა დიდიე მთლიანად შანხაის საქმეებზეა გადართული . რაც შეეხება ბარსას ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მსგავსი რამ ნამდვილად არ მომხდარა და არც მომავალში მოხდება .image

2
267
6-ს მოსწონს
ავტორი:pepe
pepe
267
  
2012, 1 ივლისი, 21:51
არააა
+10
0 1 2