x
მეტი
  • 24.10.2018
  • სტატია:81956
  • ვიდეო:333942
  • სურათი:439238
როგორი ფორმის ცხვირი გაქვთ? - გაიგეთ მეტი თქვენი პიროვნების შესახებ

imageშეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ცხვირის ფორმით ადამიანის პიროვნული მახასიათებლების გაგებაა შესაძლებელი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლევა პროფესორმა აბრაჰამ თამირმა ჩაატარა.

1. თუ ისეთი ფორმის ცხვირი გაქვთ, როგორიც პირველ ფოტოზეა აღბეჭდილი - თქვენ ძალიან ცნობისმოყვარე ხართ, გამოირჩევით მოვლენების მიმართ ოპტიმისტური დამოკიდებულებით და თქვენი გულღია და გახსნილი ხასიათის გამო, ბევრს უყვარხართ. არ გიჭირთ პრობლემების მოგვარება, ვინაიდან გაქვთ უნარი, რთული სიტუაციის დროს კონცენტრაცია სწორედ პრობლემაზე მოახდინოთ.


2. ე.წ. ბერძნული ცხვირი - თუ ისეთი ცხვირი გაქვთ, რომელიც მეორე ნომრადაა ფოტოზე მონიშნული, თქვენ ჯიუტი და ახირებული ადამიანი ხართ. რაიმე თუ დაიჟინეთ, ის აუცილებლად უნდა გააკეთოთ. ასევე გამოირჩევით პრაქტიკული აზროვნების უნარით და ხართ ერთგული. გიჭირთ თქვენი გრძნობების გამოხატვა და ადამიანებთან გახსნილი საუბარი.

3. მოკაუჭებული ცხვირი - თუ ისეთი ფორმის ცხვირი გაქვთ, როგორიც მესამე ნომრადაა ფოტოზე აღნიშნული, თქვენ შემოქმედებითი აზროვნებით გამოირჩევით, კრეატიული ხართ და იდეებისთვის თავგანწირვა შეგიძლიათ. არ გეშინიათ რისკის გაწევის.


4. თაღისებრი, რკალისებრი ფორმის ცხვირი - თუ ასეთი ფორმის ცხვირი გაქვთ, თქვენთვის კარიერა ყველაფერზე მაღლა დგას, ნებისმიერი საქმე, რასაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატებულია და გამოირჩევით ორგანიზებისა და მართვის შესანიშნავი უნარით.


5. პატარა, კნოპი ცხვირი - თუ ისეთი ცხვირი გაქვთ, როგორც მეხუთე ფოტოზეა აღბეჭდილი, თქვენ გადაწყვეტილებებს მარტივად და სპონტანურად იღებთ, რაც ხშირად კარგ შედეგს იღებს, მაგრამ ამის გამო ზოგჯერ ადამიანების გაღიზიანებას იწვევთ. ხართ მოაზროვნე და წარმატებას აღწევთ ბიზნესის სფეროში. თქვენ ცხოვრებაში ყოველთვის იღებთ იმას, რაც გსურთ.


6. სწორი ცხვირი - ასეთი ცხვირი უფრო მეტად დამახასიათებელია აზიელებისთვის. თუ მსგავსი ცხვირი გაქვთ, გამოირჩევით ძლიერი ხასიათით, ვნებიანი და ტემპერამენტიანი ხართ. ძალიან ბრაზიანი ხართ და თქვენი მოთმინების გამოცდას არავის ვურჩევთ.


7. თუ ისეთი ცხვირი გაქვთ, როგორიც მეშვიდე ფოტოზეა აღბეჭდილი - გიყვართ სხვების დახმარება, ბედნიერი ხართ, როცა ადამიანებს პრობლემების გადაჭრაში ეხმარებით. ძალიან მგრძნობიარე ხართ და მარტივია თქვენთვის გულისტკენა.


8. გამრუდებული ცხვირი - თუ მსგავსი ცხვირი გაქვთ, თქვენ კარგი მსმენელი ხართ და ადამიანებს მოსწონთ თქვენთან ურთიერთობა, მეგობრობა და რომანტიკული კავშირის დამყარება.

0
180
1-ს მოსწონს
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0