x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
„ვისოლმა“ ევროპის მოედანზე გარემოს დაცვის დღე აღნიშნა და ელექტროტრანსპორტის გამოფენა მოაწყო
image

„ვი­სოლ­მა“ ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე გა­რე­მოს დაც­ვის დღე აღ­ნიშ­ნა და ელექტროტ­რან­სპორ­ტის გა­მო­ფე­ნა მო­ა­წყო. ღო­ნის­ძი­ე­ბა მიზ­ნად ისა­ხავ­და ეკო-მე­გობ­რუ­ლი ტრან­სპორ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და გა­რე­მოს მი­მართ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას. ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე ასე­ვე მო­ე­წყო ელექტროს­კუ­ტე­რე­ბით ტესტ დრა­ი­ვი და სა­ხა­ლი­სო შე­ჯიბ­რე­ბა. ტესტ დრა­ივ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლო.

რო­გორც „ვი­სოლ პეტ­რო­ლი­უმ ჯორ­ჯი­ას“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ვა­სილ ხო­რა­ვამ გა­ნა­ცხა­და, „ვი­სო­ლის“ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაა გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა.

„მიმ­დი­ნა­რე წლი­დან „ვი­სო­ლის“ ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ფარ­თო ქსე­ლის გა­ნა­თე­ბა სრუ­ლი­ად ეკო-მე­გობ­რულ - „ლედ“ გა­ნა­თე­ბა­ზე გა­დაგ­ვყავს. 2017 წლი­დან კი „ვი­სო­ლი“ ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის დამ­ტე­ნი სად­გუ­რე­ბის ქსელს ავი­თა­რებს და მიმ­დი­ნა­რე წელს უკვე სწრაფ­დამ­ტენ სად­გუ­რებს ვა­მა­ტებთ ცენ­ტრა­ლუ­რი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის გო­რი­სა და თერ­ჯო­ლის მო­ნაკ­ვე­თებ­ზე გან­თავ­სე­ბულ დას­ვე­ნე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პლექ­სებ­ზე. ეკო-ტრან­სპორ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბის მზა­ო­ბა ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ელექტრო­მო­ბი­ლი ეკო-მე­გობ­რუ­ლი ტრან­სპორ­ტია, მას არა­ვი­თა­რი გა­მო­ნა­ბოლ­ქვი და ემი­სია არ აქვს, უხ­მა­უ­როდ მოძ­რა­ობს და სრუ­ლად ესა­და­გე­ბა ჩვე­ნი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ხედ­ვას. დღე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბით კი ჩვენ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გვსურს ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი ვაჩ­ვე­ნოთ, რათა ხელი შე­ვუ­წყოთ ეკო-მე­გობ­რუ­ლი ტრან­სპორ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას“, - გა­ნა­ცხა­და ვა­სილ ხო­რა­ვამ.


„ვი­სო­ლი“ ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის დამ­ტე­ნე­ბის ქსელს კომ­პა­ნია „ი-სპე­ის“-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ავი­თა­რებს.

რო­გორც „ი-სპე­ის“-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა სულ­ხან გვა­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, კომ­პა­ნია „ი-სპე­ის“ ერ­თა­დერ­თია კომ­პა­ნი­აა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ელექტრო­მან­ქა­ნე­ბის­თვის დამ­ტე­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ქსელს ქმნის.

„ეს ქსე­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ ელექტრო­მან­ქა­ნე­ბის მფლო­ბე­ლებ­მა შეძ­ლონ მან­ქა­ნით სარ­გებ­ლო­ბა. დღე­ი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 50 დამ­ტენ­ზე მე­ტია“, - გა­ნა­ცხა­და სულ­ხან გვა­ლი­ამ.




1
15
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
15
  
2018, 6 ივნისი, 15:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1