შოუბიზნესი ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავები - გაინტერესებთ პირველ ადგილზე ვინ არის? 2018, 18 ივნისი, 9:17 შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში ექცევიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა, არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა, მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს.
ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა, შესანიშნავი ნიჭის წყალობით კი მსახიობები თუ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, სამუდამოდ რჩებიან მაყურებლის გულში. წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, რადგან მათ გაარღვიეს მაყურებლის გულებში ყველა მწვერვალი და მოიპოვეს უკვდავი გენიის სტატუსი, რის გამოც გიჩნდებათ სურვილი უსასრულოდ უყუროთ საყვარელ სცენებს. ვტკბებით კინოს მოყვარულები ძლიერი, საყვარელი და უბრალოდ სასიამოვნო სანახავი ფილმებით, ამ დროს კი წარმოდგენა არ გვაქვს, მსახიობებმა რამდენი დრო, ენერგია და შრომა ჩადეს თითოეული ეპიზოდის გადაღებისას. თუმცა, ისინი ამ შრომისთვის სოლიდურ თანხებს იღებენ. ამერიკულმა გამომცემლობამ Variety აკინძა სტატია, სადაც ჰოლივუდის ყველაზე მაღალანზღაურებადი ვარსკვლავები არიან. გაინტერესებთ, ყველაზე მეტი ჰონორარის მფლობელების რეიტინგის პირველ ადგილს ვინ იკავებს? (ჩამონათვალს უკუსვლით დავიწყებ) 10. Emily Blunt. (ემილი ბლანტი) ჰონორარი: $ 8–10 მილიონი ფილმისთვის "კრუიზი ჯუნგლებში" (2019). ჰოლივუდში მოხვდა მირანდა პრისლის თანაშემწის როლით ფილმში "ეშმაკი ატარებს პრადას". კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ემილიმ შესრულებით, მთავარ როლში მონაწილე ენ ჰეთევეისაც კი აჯობა. 9. Robert Downey Jr. (რობერტ დაუნი უმცროსი.) ჰონორარი: $ 10 მილიონი ფილმისთვის "ადამიანი ობობა"- სახლში დაბრუნება (2017) მას ფილმში მხოლოდ 15 წუთიანი როლი აქვს, თუმცა, იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მზად იყვნენ ფილმის შემქმნელები, მისთვის ეს კოლოსალური თანხა გადაეხადათ. 8. Leonardo DiCaprio. (ლეონარდო დიკაპრიო) ჰონორარი: $ 10 მილიონი ფილმისთვის "ერთხელ ჰოლივუდში" (2019). 90-იან წლებში, ფილმ "ტიტანიკში" ჯეკის როლის შესრულებისას მან მსოფლიო მოხიბლა და მას შემდეგ, დღემდე, ეჭვი არავის შეჰპარვია მის ნიჭში, ის შეუდარებელია. 7. Sandra Bullock. (სანდრა ბალოკი) ჰონორარი: $ 10 მილიონი ანიმაციური ფილმისთვის "Minions" (2015). ყველაზე ძლიერ სამუშაოდ სანდრას, დრამატულ ფილმში "გრავიტაცია" ქალი ასტრონავტის როლის შესრულება ჩაეთვალა. ერთადერთი ქალი მსახიობია, რომლემაც ერთ წელიწადში მიიღო "ოსკარის" ჯილდო, "ოქროს ჟოლო", საუკეთესო შემსრულებელის ტიტული ფილმში "უხილავი მხარე" და ყველაზე ცუდი შესრულება ფილმში "ყველაფერი სტივის შესახებ". 6. Tom Cruise. (ტომ კრუზი) ჰონორარი: $ 11-13 მილიონი ფილმისთვის "მუმია" (2017). "შორს", "ფართოდ დახუჭული თვალები", "ვანილის ცა", "უკანასკნელი სამურაი", "წვიმის კაცი"- ეს ის ფილმებია ტომის მონაწილეობით, რომელთა დავიწყება მაყურებელმა ვერ შეძლო. 5. Jennifer Lawrence. (ჯენიფერ ლოურენსი) ჰონორარი: : $ 15 მილიონი ფილმისთვის "წითელი ბეღურა" (2018) პროფესიული აღიარება ლოურენსს მოუტანა ფილმმა "ჩემი მეგობარი ფსიქოპატია". თუმცა, ის ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი გახდა ფილმებით "ადამიანი X" და "შიმშილის თამაშები". 4. Anne Hathaway. (ენ ჰეთევეი) ჰონორარი: $ 15 მილიონი ფილმისთვის "Barbie" (2020) ვინმე დაიჯერებს, რომ ენი კათოლიკური, მკაცრი წესებით იზრდებოდა ბავშვობიდან და მისი მოანაზვნად აღკვეცა იყო გადაწყვეტილი? მას, თავისი გარეგნობის გამო რცხვენოდა და ხშირად დეპრესიაში ვარდებოდა. თუმცა, სკოლის სპეციალური გუნდების წყალობით, მის სამსახიობო კარიერას ჩაეყარა საფუძველი. 3. Vin Diesel. (ვინ დიზელი) ჰონორარი: $ 20 მილიონი ფილმისთვის "ფორსაჟი-8" (2017) პირველად ის, როგორც ნიჭიერი მსახიობი, ფილმში "The Hobo" შენიშნეს, თუმცა ყველაზე დიდი წარმატება ფორსაჟმა მოუტანა. 2. Dwayne Johnson. (დუეინ ჯონსონი) ჰონორარი: $ 22 მილიონი ფილმისთვის "წითელი მუქარა" (2020) დუეინი კინოში 29 წლის ასაკში მივიდა და პირველი მთავარი როლი მიიღო ფილმში "მორიელების მეფე", რაშიც მას 5, 5 მილიონი $ გადაუხადეს. გინესის რეკორდების წიგნში ჩაიწერა, რადგან ეს იყო ყველაზე დიდი საფასური პირველი მნიშვნელოვანი როლისთვის. 1. Daniel Craig. (დენიელ კრეიგი) ჰონორარი: $ 25 მილიონი ფილმისთვის "ბონდი -25" (2019). დენიელი ის მსახიობია, რომელიც ბოლო დროის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობებს შორის, ყველაზე დიდი ჰონორარით დაიკვეხნის. ის საზოგადოებამ 2001 წელს, ფილმიდან "ლარა კროფტი" გაიცნო. პოპულარობა ლურჯთვალა მსახიობს კი "ბონდმა" მოუტანა. იხილეთ აგრეთვე: ● საიდუმლო ხრიკები ფილმებში, რომლებზეც, არცერთი თქვენგანი არ დაფიქრებულა ● საკულტო როლები, რომლებიც სულ სხვა მსახიობებს უნდა ეთამაშათ ● 12 ყველაზე სკანდალური ეროტიული სცენა კინემატოგრაფიის ისტორიაში ● როლის დროს დაშავებული ვარსკვლავები, რომლებიც ფილმში ორიგინალით გაუშვეს ● კადრები ფილმებიდან, რომლებიც ბევრმა თქვენგანმა "დააპაუზა" ● მსახიობები, რომლებიც კინოს გადაღების დროს "როლიდან" გააგდეს ● 10 ფილმი, რომელიც რეალურია ● ყველაზე "მახინჯი" ვარსკვლავი მამაკაცები, რომელთაც "ვაღმერთებთ" ● ყველაზე საუკეთესო წყვილები კინოს ისტორიაში ● 10 ფილმი, რომელთაც მაყურებლის გრძნობები "შეურაცხყეს" ● 10 ფილმი, რომლებმაც მამაკაცებიც კი ცხარედ ატირა ● 9 უსაშინლესი ტრაგედია ფილმის გადაღების დროს 268 14-ს მოსწონს
|