x
მეტი
  • 22.06.2018
  • სტატია:78043
  • ვიდეო:330798
  • სურათი:434022
დიდგორის ომი

თურქ-სელჩუკები თვალს ადევნებდნენ დავით მეფის მოქმედებას, ამჩნევდნენ საქართველოს გაძლიერებას და დიდადაც იყვნენ შეშფოთებულნი. ჩვენი ქვეყნის სამხრეთით უკვე არსებობდა რამდენიმე თურქული სახელმწიფო და აი, ამ სახელმწიფოთა მეთაურები ერთმანეთს შეუკავშირდნენ, გააერთიანეს ძალები და საქართველოს წინააღმდეგ დაიძრნენ. მათ მხარეზე იყო თბილისიც, რადგან თბილისი, არაბობის ხანიდან მოყოლებული, მუსლიმების ხელში იყო. მუსლიმთა უზარმაზარ არმიას ყველაზე გამოცდილი სარდლები მოუძღოდნენ წინ. მათ შორის იყო ჯვაროსნებთან ომებში გამოწრთობილი მეომარი ნეჯმ-ად-დინ იალღაზი. მტერი სიმრავლით ზღვის ქვიშაზე მეტი იყო, ქართული ჯარი კი 56 ათასი მებრძოლისაგან შედგებოდა, მათ შორის 40 ათასი ქართველი იყო, 15 ათასი - ყივჩაღი, 500 - ალანი (ოსი) და 200 - ჯვაროსანი.

didgori.jpg

ბრძოლა გაიმართა 1121 წლის 12 აგვისტოს. მტრის ჯარის ერთი ნაწილი წალკის მხარეში, მანგლისსა და დიდგორში იყო დაბანაკებული, მეორე ნაწილს კი დიღმის ხეობა ეჭირა. ასე რომ, მთელი ეს მხარე მტრით იყო სავსე. აქედან თბილისამდე ნახევარი დღის სავალი იყო დარჩენილი. დავით IV აღმაშენებელი დიდგორის ველს ნიჩბისის ხევიდან მიუახლოვდა. ლაშქარი დაბანაკებული იყო ორ მთას შუა დაბურულ ტყეში. ბრძოლის დაწყების წინ დავითმა მებრძოლებს სიტყვით მიმართა: “ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის რჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ: ჩვენ ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით''. დავითის ბრძანებით, ნიჩბისის ხეობის შესავალი ხერგილებით შეუკრავთ, ამით მტერს ზურგიდან შემოვლის საშუალება მოესპო და, ამასთანავე, ქართველთა მეკავშირეებსაც ჩაეკეტათ უკანდასახევი გზა. დავითის ბრწყინვალე სამხედრო ოსტატობამ და საქართველოს ჯარის სიმამაცემ იმ დღეს ჩვენი ქვეყანა უდიდეს განსაცდელს გადაარჩინა. თურქ-სელჩუკთა შეერთებული ლაშქარი სასტიკად დამარცხდა. თურქები იძულებულნი გახდნენ, ეცნოთ საქართველოს უპირატესობა და ეღიარებინათ მისი მეფის უფლებები მთელ კავკასიაში.

1
178
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ლიპარტია
მარიამ ლიპარტია
178
  
4 ივნისი, 11:58
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

0 1 1