x
მეტი
  • 19.10.2018
  • სტატია:81763
  • ვიდეო:333793
  • სურათი:438925
ავღანეთში დაკარგული საბჭოთა მფრინავი 30 წლის შემდეგ ცოცხალი იპოვეს

image

1987 წელს დაკარგული საბჭოთა მფრინავი, სერგეი პანტელიუკი რომლიც თვითმფრინავიც ავღანეთში ჩამოაგდეს უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა, თუმცა 30 წლის შემდეგ ცოცხალი იპოვეს. აღსანიშნავია, რომ მისი ხსოვნის უკვდასაყოფად დონის როსტოვში სამი მემორიალი დგას, ერთიც ავღანეთში, ქალაქ კუნარში.



"საოცარება მოხდა. ახლა გვჭირდება როგორც ფინანსური, ასევე ადმინისტრაციული დახმარება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა და დიპლომატიური სამუშაო", - განაცხადა რუსული სადესანტო ჯარების ხელმძღვანელმა ვალერი ვოსტროტინმა.


30 წლის შემდეგ, საბჭოთა პილოტის ქალიშვილმა ლარისა პანტელიუკმა, "კომსომოლსკაია პრავდასთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ მამა არასოდეს უნახავს: ის ავღანეთში მსახურობდა, როდესაც ლარისა პანტელიუკის დედა ორსულობის მეშვიდე თვეში იყო.

ლარისას დაბადებიდან ოთხი თვის შემდეგ, ავღანეთში, კუნარში ჩამოაგდეს უფროსი ლეიტენანტი პანტელიუკის თვითმფრინავი. მიუხედავად ყველა მცდელობისა, სამხედრო მოსამსახურე ვერ იპოვეს და გარდაცვლილად ჩათვალეს.

-დედა ერთ დღეში გაჭაღარავდა, როდესაც გაიგო, რომ მამა ავღანეთში დაიკარგა, მას შემდეგ აღარც გათხოვილა, მთელი ცხოვრება ელოდებოდა, დედა არასდროს საუბრობდა მამაზე სანამ 16 წლის არ გავხდი, დედას არ შეეძლო საუბარი მამაზე, ისე რომ არ ეტირა"-აღნიშნა ლარისამ.

image

3
472
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
472
  
2 ივნისი, 18:21
ძალიან ბუნდოვანი სტატიაა
2 ივნისი, 17:40
იმის შემდეგ არ გათხოვილაო...იშვიათი შემთხვევაა რუსეთში...
ამაღელვებელია, მაგრამ შემდეგ... რა მოხდა
0 1 3