x
ჯანსაღი კვება - საუკეთესო გზა ზედმეტი წონის მოსაშორებლად
image

21-ე საუკუნეში საზოგადოება საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ მოექცა. რთულია გაუძლო ცდუნებას, როდესაც ირგვლივ ამდენი გემრიელი საკვებია. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ არ ვუკვირდებით რას ვჭამთ. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ რა გვინდა, არამედ უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ რა ესაჭიროება ჩვენს ორგანიზმს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ სხეულზე, რომელშიც მთელი ჩვენი დარჩენილი ცხოვრების გატარება გვიწევს და არ უნდა დავემსგავსოთ ლუარსაბს, რომელიც ძირგავარდნილი ქვევრივით იყო. უნდა ვჭამოთ იმისთვის რომ ვიარსებოთ და არა ვიარსებოთ იმისთვის, რომ ვჭამოთ!


ახლა რაც შეეხება თვითონ ჯანსაღ კვებას. ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ მივიღოთ ნატურალური პროდუქტი და გავანაწილოთ ის დღის სხვადასხვა მონაკვეთზე. ჯანსაღი კვება არის ყველაზე ეფექტური გზა წონაში დასაკლებად ისე, რომ შიმშილის გრძნობა არანაირად არ გაწუხებს.


დღის განმავლობაში უნდა ვჭამოთ 5-6 ჯერ და პატარ-პატარა ულუფებით. რაც უფრო პატარაა ულუფა და კვების სიხშირე მეტი, მით უკეთესია როგორც შედეგისთვის, ასევე ორგანიზმისთვის. დილის რაციონში უნდა შედიოდეს: ნახშირწყლები, ცილები და ბოსტნეული. შუადღეზე - ცილები და ბოსტნეული, ხოლო საღამოთი მხოლოდ ცილები. ნახშირწყლების სახით შეგვიძლია მივიღოთ:


წიწიბურა, ბრინჯი და შვრიის ფანტელები. ცილებს შეიცავს შემდეგი პროდუქტები: კვერცხი, ქათამის ფილე, თევზი, საქონლის ხორცი, ლობიო, ბარდა, ხაჭო და კეფირი. რაც შეეხება ბოსტნეულს, მწვანე ბოსტნეული ყოველთვის დაბალკალორიულია. ხილი შეგვიძლია ჩავამატოთ ჭამის შუალედებში.

დაუშვებელია პროდუქტების შეწვა ცხიმში, ისინი უნდა მოვხარშოთ ან შევწვათ გრილზე. უნდა ვეცადოთ რომ თავი შევიკავოთ ტკბილეულისგან, ცომეულისგან, ცხიმიანი საკვებიგან და მარილიანი პროდუქტისგან. პურზე კატეგორიული უარის თქმა მთლად კარგიც არ არის ასე, რომ დღის პირველ ნახევარში რეკომენდირებულია 1 ნაჭერი პური, რაც შეეხება ტკბილეულს, რომელიც საჭიროა თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, შეგვიძლია მივიღოთ თაფლისა და შავი შოკოლადის სახით, მაგრამ არა დიდი რაოდენობით.


image

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჯანსაღ კვებაზე და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესზე, არ უნდა დავივიწყოთ წყალი, რომელიც კარგი გამხსნელია და უნდა ვეცადოთ ყველანაირად, რომ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით მივიღოთ. უზმოზე წყლის დალევა ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადების რისკს.


ჯანსაღი კვება - ეს არის ასე რომ ვთქვათ უმტკივნეულო გზა წონის დასაკლებად, რადგანაც იმდენად ბევრ საკვებს იღებ დღის განმავლობაში, რომ შიმშილის გრძნობა არ გაწუხებს და გარდა ამისა თავს გრძნობ მსუბუქად და ჰაეროვნად. სასტიკად მიუღებელია შიმშილობის გზით წონის დაკლება, რადგანაც ამ დროს ორგანიზმი ყველანაირად იშლება და თქვენი ამგვარი ქმედება ცუდად აისახება ჯანმრთელობაზე. წონის დასაკლებად შერჩეული "თვითწვალება" შეიძლება სავალალოც კი აღმოჩნდეს და ადამიანი ანორექსიამდე მიიყვანოს რაც არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა. ასე, რომ ჯობს დაიკლოთ ჯანსაღად თვეში 3-4 კგ., ვიდრე თქვენი მომავალი საფრთხეში ჩააგდოთ და ორგანიზმს ზიანი მიაყენოთ.

და დაიმახსოვრეთ, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია.


0
3361
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევანი გილიგაშვილი
ქეთევანი გილიგაშვილი
3361
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0