x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ასადის რეჟიმმა სავარაუდოდ რუსეთის ზეწოლას ვერ გაუძლო და საქართველოს ოკუპირებული სეპარატისტული წარმონაქმნების დამოუკიდებლობა აღიარა

image

მას შემდეგ რაც სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" სეპარატისტული წარმონაქმნები ოფიციალურად აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ქართულმა მხარემ დაიწყოს პროცესები სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაზე.
საქართველოს ელჩი, რომელიც ამ რეგიონში მუშაობს სირიასთან ერთად რამდენიმე სახელმწიფოსთან, დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული სირიის არაბთა რესპუბლიკის რეჟიმთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე.
ჩემის მხრივ დავამატებდი, რომ საქართველოს მხარემ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს კონტრზომები სირიასთან მიმართებაში, ბუნებრივია ეს არ გულისხმობს სირიისათვის ომის გამოცხადებას ან ასადის წინააღმდეგ მებრძოლ ბლოკში გაერთიანებას.
მოგეხსენებათ პოლიტიკა არცთუ "ფაქიზი" თემაა და აქ საჭიროა საკითხს მივუდგეთ ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ღირსების დაცვის შესაბამისი მოქმედებები.
რაკი უცხოელმა პარტნიორებმა დაგმეს სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს კონტრზომების მიღება, რა შეიძლება მოვიაზროთ ამ კონტრზომებში–დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საქართველოში მყოფი ასადის რეჟიმის მხარდამჭერი, "ინვესტორების" თუ სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტების დეპორტი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი კანონმდებლობით.
ამიერკავკასიაში სირიის ელჩი თუ კონსული გამოცხადდეს "პერსონა ნონ გრატად".
საქართველოს პორტებმა არ გაატაროს სირიდან მომავალი ან მიმავალი ტვირთები, საქართველოს აეროპორტებმა არ მიიღოს და არ გაატაროს ტრანზიტული ავია რეისებით ასადის რეჟიმის მხარდამჭერი სირიელები.
პ.ს
იმედია ჩვენი ქყვეყნის ხელისუფლება გამოიჩენს ამ საკითხებში ოპერატიულ რეაგირებას და დაიცავს ქვეყნის ღირსებას და ინტერესებს.
გთავაზობთ რადიო თავუსუფლების მიერ ატვირთულ ვიდეოებს ქართული ტექსტით, სადაც მოისმენთ და წაიკითხავთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

1
36
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
36
  
2019, 3 აპრილი, 6:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1