x
image
გემი დალანდი
სამოსის 10 ტრენდი,რომელიც უკვე მოსაბეზრებელი გახდა
ტრენდი- საოცარი რამაა, სანამ ერთი რამ მუდმივ კლასიკად რჩება, მეორე ისე ასწრებს ჩავლას, რომ ბევრმა მისი არსებობის შესახებაც არ იცის. მაგრამ არსებობს ტრენდის მესამე კატეგორიაც, რომელიც უკვე ყველას მობეზრდა და სწორედ ამ ტრენდის გამოა, რომ ზოგჯერ გოგონებს ქუჩაში თითქმის ერთანირი სამოსით ნახავთ. ეს ტრენდები ჯერ კიდევ მოდაშია, მაგრმ უნდა ითქვას, რომ უკვე ყელშია ამოსული.


ჯინსი+ბადე კოლგოტი

imageდახეული ჯინსის და ბადე კოლგოტების ბუმმა მთელი მსოფლიო მოიცვა და უკვე ანტიტრენდად იქცა. დღეს მოდაში ერთი ფერის ჯინსი შემოდის, ნახვრეტების დ ა გახეხილი ადგილების გარეშე. დაუმუშავებელი ან არასწორი დაბოლოებებით.


ჩანთა-ქამარი


imageამ ტრენდს ბევრი არაერთგვაროვნად აღიქვამს. ვიღაცას ეს ტრენდი მოდური ჰგონია, ვიღაცისთვის კი ბაზრის გამყიდველის ჩანთასთან ასოცირდება. 2108 წელს ეს ჩანთები ჯერ კიდევ მოდაშია, მაგრამ უკვე მოსაბეზრებელიც გახდა. შეგვიძლია პატარა, გაფორმებული ჩანთით ჩავანაცვლოთ ან მრგავლი ჩანთით, რომელიც ამ წლის must-have ნივთია.


“შიშველი" კაბა

imageცნობილები თუ მოდის მიმდევარი უბრალო გოგონები ბევრჯერ იწონებდნენ თავს ასეთ კაბებში. თუ რამდენიმე წლის წინ ეს ახალი სიტყვა იყო მოდის სამყაროში, დღეს უკვე ვულგარულად და მომაბეზრებლად გამოიყურება.


პიჟამოს სტილი

imageპიჟამოს სტილი თეთრეულის სტილში არ აგერიოთ. პიჟამოებმა უკვე ბევრჯერ გაიელვეს როგორც წითელ ხალიჩებზე, ისე ქალაქის ქუჩებში. პიჟამოების სტილი წარსულია, დროა საძინებელში ჩაკეტოთ. მათ ნაცვლად ოვერსაიზის სტლის მსუბუქი კოსტიუმი შეგიძლიათ შეიძინოთ.


ფოჩები

imageფოჩები ჟილეტზე, ჩანთებზე, ფეხსაცმელზე...უკვე მეტისმეტია. თუ მაინცდამაინც ვერ ელევით, ჩანთებზე ფოჩები შეგიძლიათ ორიგინალური წნულებით და სახეებით ჩაანაცვლოთ, სამოსზე კი-მაქმანებით.


საყურე-ფუნჯები

imageკიდევ ერთი უცნაური ტრენდი. ვიღაცას ის ფარდების ფუნჯებს ახსენებს, ვიღაცისთვის კი ელეგანტურობის მაჩვენებელია.

შეგიძლიათ ჟაჭვი-საყურეებით ან ორიგინალური ფორმის საყურეებით შეცვალოთ.


ზონრებიანი ტოპები და კაბები

imageზონრებიან კაბებს და ტოპებს უამრავი დიზაინერის კოლექციაში ნახავთ და სიმართლე ითქვას, უკვე მოსაბეზრებელია. ჩაანაცვლეთ ჩვეულებრივი თეთრი ტოპით


სათვალე-ავიატორი

imageპირველი ფერადი სათვალე-ავიატორები კომპანია Ray-Ban -მა გამოუშვა 1938 წელს და მოდის ყოველი მიმდევარი თავს ვალდებულად თვლის ასეთი სათვალე ჰქონდეს.

დღეს მოდაშია გაცილებით ვიწრო სათვალე.


ნაქარგები ჯინსის შარვლებსა და ქურთუკებზე

imageგასულ წელს ნაქარგები ძალიან აქტუალური იყო, დროა შევჩერდეთ. დღეს უფრო აქტუალურია ერთი ტონის სამოსი, ნაქარგების გარეშე.


ფართოფარფლიანი შლიაპა

imageმორიგი აქსესუარი, რომელსაც ბევრი ქალის გარდერობში ნახავთ. ყველას არც უხდება, მაგრამ ვის ანაღვლებს. შეცვალეთ ბერეტით, უფრო პატარა ფარფლებიანი შლიაპით ან უნიფორმის სტილის ქუდით.

0
193
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0