x
ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტები
image


მოცვი: დიდი რაოდენობით მოცვის ჩაის მიღება სავალდებულოა ხანდაზმულებისათვის, იგი არაჩვეულებრივია მეხსიერებისათვის. მეხსიერებისათვის აგრეთვე სასარგებლოა ჟოლო და მაყვალი.


ვირთევზა: გონების მუშაობისთვის აუცილებელ მიკროელემენტებს შეიცავს. თევზი ორივე მხრიდან ამოავლეთ საფანელში, შეწვით ზეთში და მიირთვით წიწიბურასთან ან მოხარშულ ბოსტნეულთან ერთად.


ავოკადო: აშშ-ის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ ავოკადო არტერიულ წნევას არეგულირებს.სასურველია მისი მიღება ცოცხლად. მაგალითად, სალათები.



ბადრიჯანი: კანში შემავალი შავი პიგმენტი ხელს უწყობს ტვინის უჯრედებში ცხიმის აუცილებელი რაოდენიბის შენარჩუნებას.


ქათმის ხორცი: მდიდარია B2, B6, B12 ვიტამინაბით, რაც ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს მეხსიერებას, დაგიცავთ დეპრესიისა და უძილობისგან. ერთადერთი რჩევა ფრინველის მოყვარულებს, მომზადების წინ, ქათამს კანი გააცალეთ.


ჭარხალი: სასარგებლო თვისებების ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ უმჯობესია ბოსტნეული უმი სახით მიითვათ.


ორაგული: თევზში შემავალი ომეგა-3 განაახლებს ტვინის უჯრედებს.


ყავა: კოფეინი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას იცავს ნერვულ სისტემას ტოქსინებისგან, ხოლო სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან.


კივი: მხოლოდ ერთი ცალი კივი შეიცავს C ვიტამინის დღიურ ნორმას. ხოლო ტვინს იცავს მავნე რადიკალებისგან, რომელიც გონების მუშაობაზე ცუდად მოქმედებს. ეს ტროპიკული ხილი აგრეთვე აუმჯობესებს მეხსიერებას.


მწვანე ბარდა: ორგანიზმში ვიტამინი B1-ის ნაკლებობა მეხსიერების დაქვეითებასა და უყურადღებობას იწვევს. B1 დიდი რაოდენობითაა მწვანე ბარდაში, ამიტომ უხვად მიირთვით სალათებში.


ღვიძლი: პროდუქტი B1 ჯგუფის ვიტამინებითაა მდიდარი. გარდა იმისა, რომ ღვიძლი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის, მისგან უგემრიელესი კერძების მომზადებაც შეიძლება : ხახვში მოხრაკეთ წინასწარ მოხარშული ღვიძლი და გემოვნებით შეკაზმეთ ქინძითა და ქონდარით. კერძს წითელი ღვინო მოასხით.


მიდიები: თუ გონების მუშაობის გაუმჯობესება, ძილის გამოსწორება და მეხსიერების აღდგენა გსურთ, მიირთვით B12 -თა და თუთიით მდიდარი მიდიები.


ლობიო: ცილებისა და ნახშირწყლების საბადოა. არეგულირებს სისხლძარღვებში შაქრის დონეს, სასარგებლოა ბოსტნეულის სალათასთან ერთად.


ყურძენი: სასარგებლოა თეთრიცა და შავიც.მასში შემავალი გლუკოზა გონების მუშაობას უწყობს ხელს.


ზღვის მარილი: დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელი ელემენტია. იოდი გონებისთვის აუცილებელია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყუთის გახსნიდან სამითვის შემდეგ, იოდი მარილიდან სრულიად ორთქლდება.


ზღვის კომბოსტო: დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს.ამ ელემენტის ნაკლებობა დეპრესიას, უძილობას, მეხსიერების დაქვეითებასა და ნერვული სისტემის მოშლას იწვევს


თხილი: მიირთვით თხილი, ნუში და კაკალი. ტვინისთვის სასარგებლო ცხიმის გარდა ფოსფორსა და რკინას შეიცავს.


სტაფილო: ამ ბოსტნეულში შემავალი ბეტა კარბონატი ხელს უწყობს ტვინის უჯრედების აღდგენას.


დაღერღილი მარცვლის პური: შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს. აგრეთვე სასარგებლოა ე. წ. მიუსლი და სხვა ბურღულეულისაგან მომზადებული ფაფები.


იოგურტი: კალცის საბადოა. ეს რძის ნაწარმი აუცილებელია ძვლებისა და ნერვული სისტემისტვის.შეძლებისდაგვარად მიირთვით ყოველდღიურად.


გოგრის მზესუმზირა: ომეგა-3-ს, ომეგა-6-ს, A, E ვიტამინებისა და თუთიის საბადოა.


შტოში: ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტი ტვინს მავნე დაავდებებისაგან იცავს.


შოკოლადი: მაგნიუმის წყალობით, რასაც კაკაოს მარცვლები შეიცავს, გაგიუმჯობესდებათ მეხსიერება. სასურველია, დიდი რაოდენობით მიირთვათ შოკოლადი, რომელშიც კაკაო 50-60%-ზე მეტია. ხოლო შოკოლადის კანფეტები, სუფლე და ნამცხვრები ნაკლებად სასარგებლოა, რადგან მათში მრავლადაა ცხიმი, ფქვილი და შაქარი.


მწვანე ჩაი: ეს სასმელი მოგიწესრიგებთ ნერვულ სისტემას, გაგიუმჯობესებთ გონების მუშაობას. რთული გადაწყვეტილებების მიღებამდე, მიირთვით (უკეთესია შვი შოკოლადის 2-3 ნატეხთან ერთად) ფინჯანი მწვანე ჩაი.


წითელი კომბოსტო: ბოსტნეულში შემავალი ანტიოქსიდანტები ალცჰაიმერის დაავადებისგან დაგიცავთ. გონების სამუშაოსთვის საუკეთესოა წითელი კომბოსტოს სალათა. წვრილად დაჭრილ კომბოსტოს დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, დაჭრილი მწვანე ხახვი, მოასხით ზეითუნის ზეთი და გემრიელად მიირთვით.

0
147
შეფასება არ არის
ავტორი:ილია გოგალაძეე
ილია გოგალაძეე
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0