x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
დაზოგეთ ფული!-საკვების ნარჩენების გამოყენების 9 პრაქტიკული მეთოდი!
ყოველდღიურად საკვების უამრავი ნარჩენი გროვდება, რომელსაც როგორც წესი ადგილს ნაგვის ურნაში მივუჩენთ ხოლმე. რა თქმა უნდა ყოველთვის ასე უნდა მოვიქცეთ, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა ამა თუ იმ ნარჩენის პრაკტიკულად გამოყენება შეგვიძლია.

image

არსებობს რამდენიმე ჭკვიანური გზა, რათა საკვების ნარჩენები ჩვენს ყოველდღიურობაში პრაქტიკულად გამოვიყენოთ. ზოგიერთი ნარჩენი ჩვენი ჯანმრთელიბისთვისაც კი გამოსადეგია.

1.ბანანის კანი

შესაძლოა დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ბანანის კანი სახის კანის გასუფთავებაში დაგეხმარებათ, მისი გამოყენება ასევე თავისუფლად შესაძლებელია სისხლჩაქცევებისა და ნაკაწრების სწრაფად მოსაშუშებლად. ცნობილია, რომ ბანანი მდიდარია კალიუმუთ, რომელიც კანზე არსებული დაზიანების სწრაფად მორჩენას ხელს უწყობს.


ბანანის კანისგან ასევე ამზადებენ სამკურნალო ჩაის, რომელიც ადამიანებს ძილის დარეგულირებაში ეხმარება.

image
2. კარტოფილის კანი

თუკი თვალების ქვეშ, ჩაშავებული უპეები გაქვთ, მათ გაქრობაში კარტოფილის კანი დაგეხმარებათ. იგი ასევე დაგეხმარებათ ჭაღარა თმის ბუნებრივად შეღებვაში. შესაძლოა არც ეს დაიჯეროთ, მაგრამ ცდა ნამდვილად ღირს. თქვენ ამისთვის მხოლოდ კარტოფილის კანიდან გამოწურული სითხე დაგჭირდებათ. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ კარტოფილის კანი და ხარშეთ 5 წუთი. შემდეგ დაელოდეთ გაციებას.მიღებული მასა შეიზილეთ დაბანილ თმაზე, შემდეგ კი კვლავ ჩამოიბანეთ. ამ პროცედურის გაკეთება რეკომენდირებულია კვირაში ორჯერ. შედეგად თქვენი თმის ფერი ბუნებრივი და ბზინვარე გახდება.

image

3.კვერცხის ნაჭუჭი

კვერცხის ნაჭუჭი სასუქის მაგივრობას გასწევს თქვენი ოთახის მცენარებისთვის. დაფშვენით კვერცხი ნაჭუჭი და მოაყარეთ ნიადაგს, სადაც მცენარე გაქვთ. ამით მცენარეს განვითარებაში დაეხმარებით.

image
4.ფორთოხლის კანი

თუკი სახლში ჭიანჭველი მომრავლდნენ და მათთან გამკლავება გიჭირთ, ამაში ფორთოხლის კანი დახემარებათ. ფორთოხლის კანი დააბლენდერეთ ცოტა წყალთან ერთად, მიღებული მასა განათავსეთ იმ ადგილებში სადაც ჭიანჭველები არიან. სხვათაშორის ფორთოხლის კანის სუნს, ვერც კოღოები იტანენ.

image
5.ხახვის ფურცელი

ითვლება, რომ ხახვის ფურცელი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ხელს უშლის ანთების პროცესს, აუმჯობესებს არტერიებში სისხლის მიმოქცევას.

ამიტომ გადაყრის ნაცვლად, ჯობია ცოტაოდენი ხახვის ფურცელი ბულიონს დაამატოთ, იგი თქვენს წვნიანს უფრო გემრიელსა და არომატულსაც გახდის.

image

6. ლიმონის კანი

ყველასთვის ცნობილია, რომ ლიმონის კანი უსიამოვნო სუნისგან გვათავისუფლებს. მისი დადება საძინებელ ოთახშიც შეგიძლიათ, რათა ოთახში ჰეარი გაიწმინდოს და კომფორტულად დაიძინოთ.

image

7.საზამთროს თეთრი კანი

საზამთროს თეთრი კანის დაღეჭვა საკმაოდ ძნელია, ამიტომ მისი დაბლენდერება და ისე მიღება უფრო სასარგებლოა. თეთრი კანი შეიცავს C და B6 ვიტამინს, რაც ძალიან კარგი თქვენი კანის, იმუნური და ნერვული სისტემისთვის. გარდა ამისა საზამთროს თეთრი კანით უგემრიელესი მურაბა კეთდება.

image


8.გოგრის ფაფა

თუკი თქვენ ცხიმიანი, მშრალი ან კომბინირებული კანი გაქვთ, გოგრის ნიღაბი კანის მოვლასა და გასუფთავებაში დაგეხმარებათ. იგი ღრმად წმენდს კანს, ხსნის ფორებს უნარჩუნებს კანს ტენიანობას. მდიდარია ვიტამინებით A, C, E. დაუმატეთ ცოტა თაფლი, რძე და დარიჩინი. თქვენი ნიღაბი მზადაა.

image

9.სიმინდის "ქოჩორი"

მდიდარია ცილებით, ვიტამინებითა და მინერალებით. მისი გამოყენება შეიძლება შარდის ბუშტის ინფექციების სამკურნალოდ, თირკმელების ანთებისა და ქვების დაგროვების საწინააღმდეგოდ. იმისთვის რომ გათავისუფლდეთ ამ პრობლემებისგან, უნდა მიიღოთ მისგან მომზადებული ჩაი.

image

იმედია მაქვს, საინტერესო რჩევები შემოგთავაზეთ.

ჯანმრთელობასა და სილამაზეს გისურვებთ!


1
252
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
252
  
საზამთროს მურაბას ჩავახრამუნებდი ახალა)))
0 1 1