x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
90-იანების 12 ტრენდი,რომელიც ისევ მოდაშია
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების მტკიცებით დროის მანქანა არ არსებობს, მოდა საწინააღმდეგოს ამტკიცებს. დიახ, ის ბრუნავს და კვლავ და კვლავ ამკვიდრებს გასული ათწლეულების მოდურ ტენდენციებს და ტრენდებს.

90-იანები-ექსპერიმენტების და ამბოხის წლები იყო. ამ პერიოდიდან ბოლო დროს აქტიურად შემოვიდა ეს 12 ტრენდი და თანამედროვე ქალბატონებმაც კარგად მოირგეს ახლისა და ძველის შეხამება.


1.შლიაპები

image90-იანებში შლიაპები თავისი დიდი ფარფლებით და მყვირალა ფერებით გამოირჩეოდა, პრაქტიკული დანიშნულებით თითქმის არ ხმარობდნენ. დღეს კი პირიქითაა. შლიაპას შეუძლია ყველაზე უბრალო ჩაცმულობასაც კი ეფექტური სახე მისცეს.



2.კაბები თეთრეულის სტილში

imageამ კაბას როგორც ჩანს დროის ჩარჩოები არ აქვს. ლამაზმანები თითქოს აცხადებენ: “ მინდა თეთრეულით ვიარო!" ერთის მხრივ მყვირალა სექსუალურობა, მეორეს მხრივ კი -ელეგანტურობა.


3.ქვედაბოლო-ტრაპეცია

imageუნივერსალური ქვედაბოლო ყველა სეზონისა თუ ასაკისთვის. მთავარია, შესაფერისი ქსოვილი შეარჩიოთ.


4.ზურგჩანთა

imageგასული საუკუნის ბოლო ათწლეულში ზურგჩანთა პოპულარული იყო როგორც სკოლებში, ისე სტუდენტებში. დღეს ამ ელემენტს ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს. ცხოვრების თანამედროვე რიტმი თავის პირობებს გვკარნახობს, სადაც პრაქტიკულობა პირველ ადგილზეა.


5. ჩანთა -ქამარი

image

ლამაზი კლატჩი ან ჩანთა კარგია, მაგრამ როცა ხელში გამუდმებით ჩანთა არ გიკავიათ-უკეთესია.ჩანთა-ქამრის პრაქტიკულობას არავინ უარყოფს, სხვადასხვა ფორმა და ფერი კი თავისუფლად შეგიძლიათ ნებისმიერ სამოსს შეუხამოთ.


6. კეპები

image90-იანების თაობის განუყრელი ატრიბუტი-კეპი იყო, თანაც-შებრუნებული. ეს ქუდი დღესაც აქტუალურია და მოდის მიმდევრები თამამად უხამებენ სხვადასხვა სტილის სამოსს.


7.ტყავის ქურთუკი

imageნამდვილი როკერების განუყოფელი ატრიბუტი 90-იან წლებში. დღეს კი მათ თამამად ირჩევენ მოდის მიმდევარი მშვენიერი ქალბატონებიც.


8. მასიური ბოტასები

imageმასიური და უხეში ბოტასები ისევ მოდაშია და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათი საშუალებით ლამაზმანები სწორედ თავის ქალურობას უსვამენ ხაზს.


9.ვიწრო სათვალე

imageსამოსთან ერთად იცვლება სათვალის მოდაც. ამ სეზონზე ვიწრო სათვალეა მოდაში, რომელსაც 90-იან წლებში ხშირად ხმარობდნენ ცნობილი ფილლმების მთავარი გმირები. დღეს კი, ასეთი სათვალით გარეგნობას იდუმალ და ამოუცნობ იერს აძლევენ მოდის მიმდევრები.


10.გულსაბნევი

image “რაც უფრო ბრჭყვიალა და დიდია-მით უკეთესი"-ასეთი იყო 90-იანების დევიზი. დღეს კი მთავარია მხატვრული ღირებულება. უპირატესობა ენიჭება ხელით შესრულებულ ნამუშევრებს, რომლებიც გარკვეულ დატვირთვას ატარებენ.


11.ორნამენტებიანი და პრინტიანი სვიტერი

imageღია ფერის, ოვერსაიზი და პრინტიანი სვიტერი, როგორც დამოუკიდებელი ქალის სამოსი, დღესაც მოდაშია და მიუხედავად თავისი უფორმობისა, სწორედ ქალურობას უსვამს ხაზს.


12.ბერეტი

imageეს თავსაბურავიც აქტუალურია. მოდის თამამი მიმდევრები კი ტყავის და კაშკაშა ფერების კომბინაციასაც არ ერიდებიან. საუკეთესო ვარიანტია, თუ გარეეგნობისთვის შარმის დამატება გსურთ.

0
178
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0