x
image
ნათია ჩხობაძე
პროექციული ტესტი- სად ხართ თქვენ?
სად ხართ თქვენ ამ ხეზე? ეს არის პროექციული ტესტი. ტესტის ავტორია ბრიტანელი ფსიქოლოგი პიპ ვილსონი.
ტესტი გეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი ნამდვილი, სასურველი ემოციური მდგომარეობა და გაიგოთ თქვენი სტატუსი საზოგადოებაში.
ხეზე დახატულია ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული განწყობა აქვთ. ისინი ასევე სხვადასხვა ადგილს იკავებენ. თავდაპირველად განსაზღვრეთ, რომელი უფრო გგავთ თქვენ? ამის შემდეგ, აირჩიეთ ის, რომელიც გინდათ, რომ იყოთ.....
ყურადღება! ჯერ აირჩიეთ, ხოლო შემდეგ ნახეთ ფოტო N2 და იხილეთ პასუხები.
ფოტოN1.
პროექციული ტესტი
თითოეულ ადამიანს ხეზე თავისი ნომერი მიესადაგება. არჩეული ნომრები დაუკავშირეთ პასუხებს და გაიგეთ საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ფოტოN2.

imageპ ა ს უ ხ ე ბ ი :

თუ თქვენ აირჩიეთ პოზიცია, N1, 3, 6, ან 7;მაშინ ეს მიუთითებს თქვენზე, როგორც მიზანდასახულ ადამიანზე, რომელსაც არ ეშინია არანაირი დაბრკოლების.
თუ თქვენი არჩევანი შემდეგ ნომრებზეა : 2, 11, 12, 18 ან 19, მაშინ თქვენ ხართ კომუნიკაბელური ადამიანი, რომელიც ყოველთვის დაუჭერს მხარს თავის მეგობრებს.

თუ თქვენ აირჩიეთ მე-4, არჩევანი განისაზღვრება, როგორც სტაბილური ცხოვრების პოზიციის მქონე ადამიანი და ვისაც სურს ყველა შესაძლო წარმატების მიღწევა სირთულეების დაძლევის გარეშე.
ნომერი 5 - თქვენ ხშირად ხართ დაღლილი, სუსტი, თქვენ გაქვთ დაბალი სიცოცხლისუნარიანობა.


ნომერი 9 - თქვენ მხიარული ადამიანი, რომელსაც უყვარს გართობა.
ნომერი 13 ან 21 - თქვენ ჩაკეტილი ადამიანი ხართ, ხშირად გაქვთ მიდრეკილება შინაგანი შფოთვისკენ და თავიდან იცილებთ ხალხთან ურთიერთობას.
ნომერი 8-თქვენ გიყვართ საკუთარ თავთან განმარტოება, თქვენს სამყაროში ყოფნა.
თუ აირჩიეთ ნომრები 10 ან 15 - თქვენ ხართ ადაპტირებული ცხოვრებაში, თქვენ კომფორტულ მდგომარეობაში იმყოფებით.
ნომერი 14 - ემოციურ უფსკრულში ვარდებით, სავარაუდოდ, შინაგანი კრიზისი გაქვთ.
რიცხვი 20 -ჩვეულებრივ ამ ნომერს ირჩევს მაღალი თვითშეფასების ადამიანი. შენ ხარ დაბადებული ლიდერად და გსურთ, რომ გისმინონ შენ.
ნომერი 16 აირჩიეთ? თქვენ გრძნობთ თავს დაღლილად, რადგან საჭიროებთ ვინმეს მხარდაჭერას. შესაძლოა თქვენ დაინახეთ, რომ ნომერი 17 გეხუტებათ. 17-თქვენ, ხართ მიდრეკილი იყოთ ყურადღების ცენტრში.

ვიმედოვნებ, საინტერესო იყო.












0
403
7-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
403
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0