x
image
carpediem
Victoria's Secret -ის მოდელები ( ფოტო-ვიდეო მასალა , ბიოგრაფიები )
image


Victoria's Secret არის ამერიკული ბრენდი, რომელიც ქალის თეთრეულის ყველაზე ცნობილი მწარმოებელია. მისი შემოსავალი 5 მილიარდს აჭარბებს.

Victoria's Secret 1977 წელს შეიქმნა სან-ფრანცისკოში. წარმატების პიკს კი 1990 წელს მიაღწია, როდესაც დაიდო ხელშეკრულება სხვადასხვა მოდელებთან, რომელთაც Victoria's Secret angels უწოდეს.

Victoria's Secret -ის ანგელოზები არიან ისეთი ცნობილი მოდელები, როგორიცაა ადრიანა ლიმა, მირანდა კერი, ალესანდრა ამბროზიო და სხვები. ბრენდი იყო პირველი ვინც ყურადღება მიაქცია არა მარტო მოდელთა ფიზიკურ მონაცემებს, არამეთ მათ სილამაზეს. მათი მთავარი დევიზი სწორედ სილამაზეა. 1.72-1.86 სიმაღლე და ლამაზი სახე, არა ვულგარული ფიგურა ( ზედმეტად დიდი მკერდი ), სასიამოვნო ხასიათი ( იუმორის გრძნობა ) - ეს ის მოთხოვნებია რომელსაც უნდა აკმაყოფილბდეს გოგონა თუ მას Victoria's Secret -ის ანგელოზობა უნდა.


მოდელები ყოველდღე ვარჯიშობენ სპორტდარბაზებში ფორმის შესანარჩეუნებლად. მათი დამსახურებით Victoria's Secret -ის ჩვენებები უბრალოდ ულამაზესი შოუ და სანახაობა გამოდის.

......

ალესანდრა ამბროზიო ( ჩემი ყველაზე საყვარელი )

image


ალესანდრა ბრაზილიაში დაიბადა, 1981 წელს. 15 წლის ასაკში კი ისეთი ბრენდების ჩვენებებში მონაწილეობდა როგორიცაა Dior, Georgio Armani, Ralph Lauren. 2000 წელს შედგა მისი დებიუტი Victoria's Secret -ის ჩვენებაში და მას შემდეგ კი ერთერთი ყველაზე ცნობილი ანგელოზია.




/

/

ადრიანა ლიმა

image

ალესანდრას მსგავსად იგიც 1981 წელს დაიბადა ბრაზილიაში და მისი დებიუტი Victoria's Secret - ში 2000 წელს შედგა. 15 წლის ასაკში ლიმამ მიიღო Ford’s “Supermodels - ის კონკურსში მონაწილეობა ბრაზილიის მასშტაბით, სადაც პირველი ადგილი დაიკავა ხოლო მსოფლიო კონკურსში მეორე. 2005 წლიდან იგი მუდმივად იკავებს ადგილს სუპერმოდელთა ტოპ ხუთეულში .ლიმას თავისი ხასიათიდან გამომდინარე თავად Victoria's Secret -ის ანგელოზებიც გამოარჩევენ და მას ''სუპერქალს'' უწოდებენ



/

/

მირანდა კერი

imageმირანდა კერი 1983 წელს დაიბადა ავსტრალიაში.გაგიკვირდებათ და ბებიის ფერმაში იზრდებოდა. თუმცა ფერმერის შვილის ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა რაც Impulse -ის მოდელების კონკურსი მოიგო 1997 წელს, მას შემდეგ მონაწილეობდა სხვადასხვა ბრენდების ჩვენებებში. 2004 წელს კი ნიუ იორკში ჩამოსულმა მირანდა კერიმ Victoria's Secret - ის ერთერთი ყველაზე ცნობილი მოდელი, ჯიზელ ბიუნდჰენი შეცვალა, დღეს კი ერთერთი ყველაზე ცნობილი ანგელოზია.




/

/

Candice Swanepoel


image













დაიბადა 1988 წელს სამხრეთ აფრიკაში. 16 წლის ასაკში კი უკვე დოლჩე და გაბანას მოდელი გახდა. მისი შემოსავალი 5000 ევროს აჭარბებდა თვეში, რაც მისი ასაკიდან გამომდინარე ბევრისთვის საოცნებო თანხა იყო. წარმატების პიკს კი 2007 წელს მიაღწია, როცა Victoria's Secret - ის ერთერთი ანგელოზი გახდა. თავგადასავლების მაძიებლად ცნობილი კენდისი დღეს ერთერთი ყველაზე წარმატებული მოდელია



/

/

Chanel Iman

image

იმანი ჯორჯიის შტატში დაიბადა 1990 წელს.ბავშვობიდან ოცნებობდა მოდელობაზე . 2007 წელს იგი American Vogue - ის გარეკანებზე გამოჩნდა. ულამაზესმა გოგონამ მალე წამყვანი ბრენდების ყურადღება მიიქცია და არაერთ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.მისი დებიუტი Victoria's Secret - ში 2009 წელს შედგა. 2010 წელს კი მანს ანგელოზის ''წოდება'' მიიღო და დღეს უკვე წარმატებულ კარიერას ქმნის.





















































1
510
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:carpediem
carpediem
510
  
2012, 1 ივლისი, 17:57
+100
0 1 1