x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
საქორწილო ტორტის ისტორია
image

ქორწილი წყვილის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღეა. საქორწინო ტორტი კი ქორწილის შემადგენელი უცვლელი ატრიბუტია. ისევე როგორც კაბის, ტორტის შერჩევაც საკმაოდ რთულია, გასათვალისწინებელია ფერი, ფორმა, ზომა, დეკორაცია და რა საკვირველია გემო. დასავლური ტრადიციის მიხედვით საქორწინო ტორტი წყვილის ბედნიერ მომავალს აღნიშნავს, მაგრამ დღემდე ზუსტად არავინ იცის საიდან მოდის საქორწინო ტორტის ტრადიცია, მისი წარმოშობის უამრავი ვერსია არსებობს, მაგრამ ყველაზე სარწმუნო მაინც დიდი ბრიტანეთია. ბრიტანეთის სამეფო კარის კონდიტერების მიერ შექმნილი საქორწინო ტორტები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია. საქორწინო ტორტები დაახლოებით მეჩვიდმეტე საუკუნეში გაჩნდა. მანამდე საქორწინო ტკბილეულის სახით ფუნთუშებს და ტკბილ ღვეზელებს იყენებდნენ, ოდნავ მოგვიანებით სუფრაზე ნიგვზით და ცუკატებით მორთული კექსები გაჩნდა, საფრანგეთში ფუნთუშების ნაცვლად უგემრიელესი შუების პირამიდას აკეთებდნენ, ეს ტრადიცია დღემდე პოპულარულია მთელს მსოფლიოში, ხოლო მეცხრამეტე საუკუნიდან გამოჩნდა საქორწინო ტორტები. ინგლისში თავდაპირველად საქორწინო სუფრაზე 2 ტორტი გამოიყენებოდა ერთი სასიძოსთვის ხოლო მეორე პატარძლისთვის, პატარძლის ტორტი დიდი და თეთრი იყო ხოლო სიძის უბრალოდ ხილით მორთული პატარა ნამცხვარი. მრავალსართულიანი ტორტის იდეა ოდნავ მოგვიანებით გაჩნდა, ის დაამზადა ლონდონელმა კონდიტერმა, ბობ სმიტმა, სენტ-ბრაიტის ეკლესიის შთაგონებით. მეოცე საუკუნეში სამსართულიანი მრგვალი ტორტები შემოვიდა მოდაში, ტორტის სართულები ნიშნობას, ქორწინებას და მარადიულობას აღნიშნავდა.

როგორც წესი სიძე-დედოფალი საქორწინო ტორტს ერთად ჭრის, ეს ტრადიცია საქორწინო ტორტზე ბევრად ძველია, მანამ სანამ საქორწინო ტკბილეული გაჩნდებოდა წყვილი პურს ჭრიდა ერთად. რომის იმპერიაში პურს წყვილის თავზე ტეხავდნენ და შემდეგ სტუმრებს ურიგებდნენ, მსგავსი ტრადიცია ჰქონდათ ევროპის ბევრ ქვეყანაში და ჩინეთში. შუა საუკუნეებში ტორტის ერთად გაჭრის ტრადიცია გაქრა, ტორტს მხოლოდ პატარძლები ჭრიდნენ, მაგრამ მეოცე საუკუნის დასაწყისში ისევ აღდგა.

თანამედროვე საქორწინო ტორტებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ უბრალოდ საქორწინო ტკბილეულს, ისინი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია, კონდიტერები ამზადებენ ნებისმიერი ფორმის ზომისა და ფერის ტორტებს, შესაძლებელია ტორზე ფოტო პრინტის დატანაც,

image


როგორც წესი საქორწინო ტორტს დარბაზის დეკორსა და პატარძლის კაბას უხამებებნ, პოპულარულია ქაფქეიქებისაგან შემდგარი ტორტებიც.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ტორტი დაამზადეს 2017 წელს ინდონეზიაში, 5 მეტრი დიამეტრისა და 7 მეტრი სიმაღლის ტორტის მომზადებას 360 საათი და 15 ადამიანი დასჭირდა, მაგრამ შედეგი ამად ღირდა ტორტი ნამდვილად ზღაპრული და შეუდარებელი გამოვიდა. imageimageimageimage

ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ტორტები, რომლებიც ჩემი აზრით ძალიან ლამაზი, შთამბეჭდავი და ორიგინალურია და ნებისმიერ ქორწილს კიდევ უფრო ზღაპრულს და დაუვიწყარს გახდის.imageimageimageimageimageimageimage

imageimageimageimageimageimageimage

image

imageimageimageimageimageimageimageimage

imageimageimage

imageimageimageimageimage

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
305
შეფასება არ არის
ავტორი:ANNA B
ANNA B
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0