x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
საიდან მომდინარეობს სახელწოდება რვეული და რას აღნიშნავდა იგი ძველ ქართულ ხელნაწერებში

დღეს-დღეობით მრავალი სახის რვეული არსებობს : 12 ფურცლიანი, 48 ფურცლიანი, 100 ფურცლიანი...ყოველდღიურად გვიწევს შეხება მასთან და ალბათ არც დავფიქრებულვართ, თუ საიდან მომდინარეობს იგი, რატომ ქვია მაინც და მაინც რვეული და არა რამე სხვა სახელი.image

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოცემული სიტყვა ძველადაც არსებობდა, თუმცა ძველი და ახალი რვეული ერთმანეთისგან განსხვავდებოდა მნიშვნელობით.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ძველად ყველანაირ საბუთს, ხელნაწერს, ... "წიგნი" ეწოდებოდა. წიგნი შედგებოდა რვეულებისგან, თითო რვეული შეიცავდა ფურცელთა გარკვეულ რაოდენობას. ყოველი ერთი რვეულის შემდეგ მოდიოდა შემდეგი რვეული.

"რვეული" ცხალია რვისაგან არის წარმოებული. რვეული შედგებოდა რვა ფურცლისგან, ანუ 16 გვერდისგან. ფურცლის ორივე მხარეს თავისი სახელი ჰქონდა. უკანა მხარეს ფურცლის "ზურგი" ჰრქმევია. ქართულ ხელნაწერებში ფურცლების რიცხვის აღმნიშვნელი სახელწოდება მითითებული არ არის. სათვალავი რვეულების მიხედვით სცოდნიათ. თითოეული რვეულის პირველი ფურცლის პირზე აღნიშნული იყო რიცხვი, რომელიც ხშირ შემთხვევაში უკანასკნელი ფურცლის ზურგზეც მეორდებოდა.imageყოველი გრძელი გრაგნილი ერთი მეორეზე გადაკერებული ან მიწებებული ფურცლებისგან შედგებოდა. ამ ცალ-ცალკე ფურცლებს თავისი სახელი ჰქონდა და "კეფი" ეწოდებოდა. კეფის და ფურცლის ზედა და ქვედა ნაწილს ახლა გვერდებს ვუწოდებთ, მაგრამ ამ სიტყვებს ძველად სულ სხვა მნიშვნელობა ჰქონია.ფურცლის ცალ გვერდს "კაბადონი" ეწოდებოდა, ხოლო კაბადონის ნახევარს გვერდი.image

0
56
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0