x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
11 საიდუმლო ხერხი, რომელსაც ავტოსკოლებში არ გასწავლიან - ეს ცოტამ თუ იცის!

ზოგჯერ გამოცდილმა მძღოლებმაც კი არ აიციან ყველა ის ნიუანსი, რომელიც ავტომანქანის მართვას აიოლებს. სწორედ ამიტომ, ქვემოთ თავი მოვუყარეთ იმ მცირე დეტალებს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ საჭესთან ყოფნისას თავი უფრო საიმედოდ იგრძნოთ და სახიფათო სიტუაციები თავიდან აიცილოთ.

11. შეამოწმეთ სწორად არის თუ არა დარეგულირებული სარკეები

სსს

თუ სარკეები სწორად არ არის დაყენებული, წარმოქმნება ე.წ. ბრმა ზონა - გზის ნაწილი, რომელსაც ვერ ხედავთ, - შესაბამისად, მომავალ ავტომანქანასაც ვერ შენიშნავთ. ბრმა ზონის თავიდან ასაცილებლად დაარეგულირეთ გვერდითი სარკეები ისე, რომ თქვენივე მანქანა არ ჩანდეს (ან სულ ოდნავ ჩანდეს) მათში. იმისათვის, რომ შეამოწმოთ, ხომ არ გაჩნდა ბრმა ზონა, უკუსვლით ნელა იმოძრავეთ სხვა გაჩერებული მანქანის გვერდით და იყურეთ გვერდით სარკეში. როგორც კი მანქანა სარკეში გაქრება, უნდა შემოვიდეს თქვენი თვალთახედვის არეში.
უკანა ხედვის სარკე ისე უნდა დარეგულირდეს, რომ უკანა საქარე მინა სრულად ჩანდეს მასში.
სარკეების რეგულირებისას მიიღეთ ზუსტად ის პოზა, რომელშიც, ჩვეულებრივ, მართავთ მანქანას.
10. ისწავლეთ ბორბლის ადგილმდებარეობის განსაზღვრა
image
ორმოებში ჩავარდნისა და პარკირებისას მანქანის გაფხაჭნის თავიდან ასაცილებლად, უნდა ვგრძნობდეთ ზუსტად რა ადგილზეა ბორბალი. ამისათვის, აიღეთ ცარიელი პლატმასის ბოთლი, გასრისეთ ფეხით, დადეთ გზაზე და შეეცადეთ რიგ-რიგობით წინა მარჯვენა და მარცხენა ბორბლებით გადაუაროთ. ფანჯარა ღია გქონდეთ, რათა გაიგოთ პლასტმასზე ბორბლის შეხების ხმა.
9. პარკირებისას ორიენტირება მოახდინეთ ფანჯრებსა და სარკეებზე
გფგ
თუ წინა მხარით ბორდიურთან ახდენთ პარკირებას, გაჩერდით როგორც კი ბორდიური გამოჩნდება გვერდით ფანჯარაში. ამგვარად, ბორდიურთან მანძილი მინიმალური იქნება და ბამპერს არ გაფხაჭნით.
თუ წინა სვლით, გვერდით ბორდიურის პარალელურად ახდენთ პაკირებას, მთავარია დისკები არ გაფხაჭნოთ. ამისათვის, დააკარით ფერადი წებოვანი ლენტი ("სკოჩი") წინა საქარე მინის ქვეშ. როგორც კი ბორდიურის ხაზი დაემთხვევა "სკოტჩით" მონიშნულ ადგილს, გაჩერდით. ბორიურის პარალელურად პარკირება უმჯობესია უკუსვლით - მაშინ ბორდიური ჩანს ფანჯრებში და ზედმეტად ახლოს არ მიხვალთ.
8. თვალყური ადევნეთ წინ მიმავალ მაღალ მანქანებს
სდსდ
გზაზე სვლისას ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ უშუალოდ თქვენს წინ მიმავალ ავტომობილებს, არამედ სხვებსაც, განსაკუთრებით მაღალ მანქანებს, როგორიცაა ატობუსები, სატვირთოები და ა.შ. მათი მძღოლები უკეთ ხედავენ გზაზე სიატუაციას. თუ მაღალმა ავტომობილებმა ერთდროულად დაიწეს ერთ ზოლში გადაჯგუფება, ესე იგი, მეორე ზოლში რაღაც დაბრკოლებაა (ავარია ან სხვა შემთხვევა), ამიტომ თქვენც თადარიგი დაიჭირეთ და წინასწარვე იმავე ზოლში გადადით.
7. თუ ძრავა არ ირთვება, ჩართეთ შორი განათების სინათლეები
დფდფ
ზოგჯერ, ზამთარში, მანქანა პირველივე მცდელობაზე არ იქოქება. ამიტომ საჭიროა აკუმულატორის გათბობა. ამისათვის, ერთი წუთით ჩართეთ შორი განათების ან საავარიო სინათლეები.
6. ღამით ქვემოთ ჩამოსწიეთ უკანა ხედის სარკე
დრს
ცოტამ თუ იცის, რომ მანქანის სალონში სტანდარტულ უკანა ხედის სარკეს 2 რეჟიმი გააჩნია - დღის და ღამის. იმისათვის, რომ უკან მომავალი მანქანის სინათლეებმა თვალი არ მოგჭრათ, ოდნავ ქვემოთ უნდა ჩამოსწიოთ უკანა ხედის სარკე და ამგვარად შეცვალოთ მისი რეჟიმი.
5. ჩართეთ კონდიციონერი
ხდხ
თუნდაც არ გჭირდებოდეთ (ზამთარში), მაინც რეგულარულად ჩართეთ ხოლმე ცოტა ხნით კონდციონერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამაგრლებელი სითხე გაჟონავს, მილები კი გაშრება.
4. რეგულარულად გამოიყენეთ ხელის მუხრუჭი
image
მაშინაც კი, როცა მანქანის პარკირება არ გიწევთ დაქანებულ ადგილზე, რეგულარულად გამოიყენეთ ხელის მუხრუჭი, რათა მუშა მდგომარეობაში შეინარჩუნოთ. გამონაკლისს წარმოადგენს ძლიერი ყინვები: ასეთ ამინდში ხელის მუხრუჭი უმჯობესია არ გამოიყენოთ, რათა არ გაიყინოს სამუხრუჭე ხუნდები.
3. თუ გვერდით ხაზზე ავტომობილი ამუხრუჭებს, თქვენც დაამუხრუჭეთ
სდდ
თუ ხედავთ, რომ გვერდით ხაზზე წინ მიმავალი ავტომობილი დამუხრუჭებას იწყებს, თქვენც დააგდეთ სიჩქარე, მიუხედავად იმისა, წინ ხედავთ თუ არა რაიმე დაბრკოლებას - შესაძლოა, სხვა მძღოლი ამ დროს გზას უთმობს ფეხით მოსიარულეს ან ცხოველს.
2. არ მოგატყუოთ სიჩქარემ
რფგ
როგორც წესი, სწორ გზაზე სიჩქარე ორჯერ ნალები გეჩვენებათ, ვიდრე რეალურად არის. თუ გზის სწორი მონაკვეთის შემდეგ მოხვევა გიწევთ და ამ დროს საკმარისად არ დააგდებთ სიჩქარეს, შეიძლება მანქანა მოცურდეს.
1. როცა რიგში დგახართ და მარცხნივ მოხვევა გიწევთ, ნუ მოატრიალებთ ბორბლებს წინასწარ
სზდს
თუ მარცხნივ გიწევთ მოხვევა და თან შემხვედრ მანქანებს ატარებთ, ნუ იჩქარებთ ბორბლის მოტრიალებას, ეს სახიფათოა. თუ უკნიდან სხვა მანქანა გადარტყამთ, მოხვეული ბორბლის გამო შეიძლება შემხვედრ ზოლზე აღმოჩნდეთ, სადაც სხვა ავტმობილებთან შეჯახებას თავიდან ვეღარ აიცილებთ.
წარმატებები !!!
0
1187
2-ს მოსწონს
ავტორი:qera15
qera15
1187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0