x
image
რუსო ჩარექიშვილი
ვინ იყო ბერძნული ლირიკის უპირველეს პოეტად აღიარებული და რა თავისებურებები დასტურდებოდა კუნძულ ლესბოსზე?
ანტიკური ლიტერატურით დაინტერესებული მკითხველები და მკვლევარები საპფოს ბერძნული ლიტიკის უპირველეს პოეტად აღიარებდნენ. ძველი სამყაროს სახელოვანი ადამიანები მას მოიხსენიებდნენ, როგორც "მეათე მუზას" და "გასაოცარ არსებად".

ცნობები საპფოს შესახებ მოგვეპოვება ჰეროდოტესთან , სტრაბონთან...image

1922 წელს გამოქვეყნდა ფრაგმენტები, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბიოგრაფია შედგენილია ქამელეონის თხზულების მიხედვით. მოცემული ცნობების მიხედვით საპფო დაიბადა კუნძულ ლესბოსის ქალაქ ერესოში, თუმცა მთელი ცხოვრება გაატარა ქალაქ მიტილენეში. იგი მოღვაწეობდა ძვ.წ VII-VI სს-თა მიჯნაზე. არისტოკრატთა დევნის დროს VI საუკუნეში საპფო მიტილენედან სიცილიაში გაქცეულა. საპფოს ლექსებში არ ჩანს სამოქალაქო ბრძოლათა შეფასების კვალი, ამიტომ ლესბოსელ მკვლევართა აზრით, ის გადასახლებაში უნდა გაყოლოდა თავის ქმარს, ლესბოსელ არისტოკრატს, რომელსაც პოლიტიკური ბრძოლების დროს დევნიდნენ.

ჩვენამდე მოაღწია საპფოს რამდენიმე გამოსახულებამ, რომელთაგანაც ყველაძე საინტერესოა მიუნხენური ლარნაკი საპფოსა და ალკეოსის გამოსახულებით.imageერთ-ერთი ლეგენდა გვამცნობს, რომ საპფო ყოფილა ჰეტერა, ართობდა კაცებს, მაგრამ ჭეშმარიტი ვნებით მხოლოდ ქალიშვილებისკენ ისწრაფვოდა.


კუნძულ ლესბოსზე საინტერესო ვითარება დასტურდება, აქ ქალები დამოუკიდებელნი და თავისუფალნი იყვნენ, მაშინ როდესაც იმავე პერიოდის ატიკაში ისინი მკაცრად განსაზღვრულ ოჯახურ წესებს ემორჩილებოდნენ.

სავარაუდოა, რომ საპფო როგორც ქალწულთა რელიგიური და შემოქმედებითი სახლის წინამძღვარი, ეწეოდა აღმზრდელობით და აკადემიურ მოღვაწეობასაც, ხოლო ქალწულნი მას შემდეგ რაც მიიღებდნენ დახვეწილ რელიგიურ თუ მუსიკალურ-პოეტურ განათლებას, შინ ბრუნდებოდნენ, ან თხოვდებოდნენ. ის დრო რომელსაც ქალიშვილები ერთად ატარებდნენ უბედნიერესი იყო მათ ცხოვრებაში. ისინი თხზავდნენ ლექსებს, ეუფლებოდნენ დახვეწილ მანერებეს, სილამაზის ხელივნებას, მონაწილეობდნენ ზეიმებში.imageსაპფოს მოღვაწეობა წმინდა ელინური მოვლენაა, რადგან ძველი ბერძნებისათვის აღზრდაში მოიაზრებოდა რელიგიაც, ზნეობაც, შემოქმედებაც, სიყვარულიც...

საპფოს შემოქმედების ფრაგმენტებმა ჩვენამდე ორი გზით მოაღწია:

1. ანტიკუტი ხანის ავტორები ხშირად იმოწმებდნენ, მათ როგორც ამაღლებული პოეზიის ნიმუშებს

2.მიკვლეულია პაპირუსები, სადაც მეტ-ნაკლები სიზუსტით ამოკითხულია საპფოს პოეზიის ნაწყვეტები.

2
285
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
285
  
2018, 15 აპრილი, 20:16
სტატია ნათარგმნი არაა, ანტიკური ლიტერატურის ისტორიიდანაა დაწერილი, შესაბამისად, მგონი თქვენ გაქვთ არასწორი ინფორმაცია საპფოს შესახებ :)
2018, 12 აპრილი, 15:22
კეს ქალი ოდითგანვე საქართველოში ცნობილია საფოს სახელით და თქვენ მეხუთე ბორბმლს იგონებთ? თარგმნთთ სწორად და ბიბლიოთეკაშიც შეირბინეთ ხანდახან.
0 1 2