x
image
მარიამ მინდიაშვილი
Google Books-მა წიგნების დათვლა დაიწყო


imageინტერნეტ რესურსმა Google-მ ახალი პროექტი წამოიწყო Google Books, რომელიც მსოფლიოში გამოცემული ყველა წიგნის ელექტრონულ ვერსიას გააკეთებს. პროექტის განსახორციელებლად რა თქმა უნდა საჭირო გახდა ყველა წიგნის აღრიცხვა რაც ოდესმე დედამიწაზე დაბეჭდილა. მსოფლიოს ყველა ბიბლიოთეკიდან აგროველი მონაცემები ჯერჯერობით ასე გამოიყურება: სულ გამოცემულია 129.864.880 წიგნი. ეს მონაცემები დროებითია, რადგან ყოველდრიურად ემატება ახლად გამოსული წიგნების რაოდენობა და ყოველი ახალი ბიბლიოთეკის აღწერის დროს ახალი წიგნები ჩნდება. მონაცემების აგროვება ვაშინგტონის ეროვნული ბიბლიოთეკით დაიწყეს. რა თქმა უნდა სიაში არ შევიდა განახლებული გამოცემები, ან გადაბეჭდილი წიგნები. პროექტის განხორციელების დროს Google Books-მა მსოფლიოში
ყველაზე მაღალი პოპულარობის მქონე წიგნების სია გამოაქვეყნა. სიის სამეული ასე გამოიყურება: 1. ბიბლია. 2. მაო ძედუნის ციტატები. 3. ბეჭდების მბრძანებელი.


Google Books ის მიზანია გააკეთოს ერთიანი ონლაინ ბიბლიოთეკა. ელექტრონულ ვერსიაში წიგნების შენახვა ნიშნავს წიგნის უკვდავ ფორმაში გადაყვანას.
თქვენ უკვე შეგიძლიათ არსებული წიგნები დაათვალიეროთ და სრულიად უფასოდ გადმოწეროთ საიტიდან http://books.google.com.
საიტზე მთლიანად გამოქვეყნებულია სტენფორდის, მიჩიგანის, ჰარვარდის და ოქსფორდის ბიბლიოთეკის წიგნების ონლაინ ვერსია.


3
79
6-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მინდიაშვილი
მარიამ მინდიაშვილი
79
  
2012, 3 აგვისტო, 18:57
+10
2012, 28 ივნისი, 14:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3