x
image
ჩუმარდო
აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს
image

აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა: ზაქირ ჰასანოვმა, ლევან იზორიამ და ნურეტინ კანკელმა, შესაბამისად, თურქეთის ქალაქ გირსუნში 1 აპრილს თავდაცვის მინისტრებმა მათი მეექვსე თავდაცვის მინისტერიალი ჩაატარეს და ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სამმხრივი თავდაცვის პარტნიორულ ურთიერთობას. შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობა "სამაგალითოდ" მიიჩნია და განაცხადა: "ყველა [რეგიონალური] პროექტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა ან სხვა, დიდწილად დამოკიდებულია ჩვენი თანამშრომლობის დონეზე."

"ჩვენი თანამშრომლობა თანდათან პროგრესს განიცდის, ეს ზრდა გამოიხატება უსაფრთხოების სფეროშიც", - ამასთანავე იზორიამ აღნიშნა, რომ გასული წელი იყო "ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული" სამხედრო თანამშრომლობის თვალსაზრისით "განსაკუთრებით კი, ერთობლივი სამხედრო წვრთნები."

"მე ბედნიერი ვარ, რომ ხელი მოვაწერე მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავების ფორმებს და ადეკვატურად ასახავს [დადებით] დინამიკას, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა და ეს არის მყარი საფუძველი, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალ წინსვლას [ჩვენი სამმხრივი პარტნიორობის მხრივ]", - დასძინა მინისტრმა იზორიამ.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით: მინისტრთა კაბინეტში, ლევან იზორიამ და ნურეტინ კანკილმა ცალკე შეხვედრა გამართეს, სადაც თავდაცვის მინისტრებს შორის დისკუსია გაიმართა ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობასა და საქართველოს "ნატო"-ში ინტეგრაციზე.

თავდაცვის მინისტრების პირველი შეხვედრა სამმხრივ ფორმატში გაიმართა 2014 წლის აგვისტოში ქალაქ "ნახჩივანში", აზერბაიჯანში, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ რეგულარულად გამართონ მინისტრთა შეხვედრები. აგრეთვე ამ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრებიბიან 2012 წლის შემდგომ.


0
19
შეფასება არ არის
ავტორი:ჩუმარდო
ჩუმარდო
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0