x
image
Maia kordzadze
Mediator image
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ხაჭოს პასკა სწრაფად და მარტივად, რომლის გემო არასოდეს დაგავიწყდებათ

image

როდესაც აღდგომისათვის ვემზადებით, აუცილებელია ყველაზე სუფთა და ხარისხიანი პროდუქტები მივიღოთ. იმისათვის რომ გემრიელი და დელიკატური პასკა გამოგვივიდეს, ეკონიმია აქ არ გამოგვადგება. დაგჭირდებათ

  • ხაჭო -750 გრ
  • არაჟანი - 150 გრ
  • კარაქი 100 გრ (ოთახის ტემპერატურის)
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 200 გ
  • ვანილი 1 პაჩკა
  • ცუკატები 150 გრ
  • ქიშმიში 150 გ
  • გარგარის ჩირი
  • ცხიმიანი ოჯახის ხაჭო გავახვიოთ მარლაში და მოვათავსოთ დრუშლაკში, ეს საჭიროა იმისთვის, რომ სითხისგან გაიწუროს. შემდეგ დავაფაროთ სახურავით და ღამით დავტოვოთ მაცივარში. დილით, ხაჭო საცერში გავსრათ ხელით. ეს ხელს შეუწყობს ხაჭოს უფრო ფაფუკი და ნაზი გახდეს.

შემდეგ დავამატოთ ახალი ცხიმიანი არაჟანი. ისე, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა, მაგრამ ძალიან თხელი არ უნდა იყოს. ვამატებთ დარბილებულ კარაქს. გატ ქვეფილ კვერცხს და შაქარს. გარგარის ჩირს, ქიშმიშს, ცუკატს და ვანილს.

ამის შემდეგ, მივცეთ შესაბამისი ფორმას. თუ არ არის სპეციალური ფორმა, ნარევი შეიძლება თასში მოვათავსოთ. 8-10 საათი ან მეტი, კომპაქტირებული ნარევი უნდა მოვათავსოთ მაცივარში. დილით პასკა გადმოვაბრუნოთ, დავდოთ ლანგარზე და გავაფორმოთ გემოვნების მიხედვით. შეგიძლიათ მოახეხოთ პლიტკა ან მოასხათ ცხელი შოკოლადი.


image

image

imageimageimageimageimage
საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გირჩევთ, ცდად ნამდვილად ღირს. უგემრიელესია.




0
139
4-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0